ბათუმში ორდღიანი „ზაფხულის ფესტივალით“ ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები „მგზავრები”, „სალიო”, „კახაბერი და ხანუმები”, „ურსა”, „სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ.
„ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.
სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა. 14 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ბათუმში-ტურისტული-სეზონი/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314