ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

ბავშვთა — დეტალები

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ყველა მშობელს მოუწოდა, ბავშვები სადღესასწაულო-გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანოს. მისივე თქმით, ღონისძიება – 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე დაიწყება.

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის