თუ სვანეთში ერთხელ მაინც იმოგზაურებ, აქაური ბუნება და არქიტექტურა საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
ოქროწყლის ტბები ერთ-ერთი ასეთი ადგილია მესტიაში, სადაც ზღაპრული სილამაზე დაგხვდება – მთებით გარშემორტყმული ფირუზისფერი ტბები საოცარი სანახავია. გზად ჩანჩქერების კასკადსაც დაინახავ, რომელიც ოქროწყლის ტბებიდან გამოედინება.
ოქროწყლის ტბები ჭუბერის თემს ეკუთვნის, მარშრუტი სოფელი ლახამიდან იწყება და ორმელეთის ხეობას მიუყვება. 25 კილომეტრიან სამანქანო გზას რომ გაივლი, საფეხმავლოზე გადადიხარ, გაუკვალავ ბალახებსა და ტყეში გაუჩინარდები, 7-8 კილომეტრის გავლის შემდეგ კი, ოქროწყლის დიდ ტბას მიადგები. დიდი ტბიდან პატარა ტბამდე 2.5 კილომეტრია. მანამდე, სიმაღლის აწევასთან ერთად უმშვენიერეს ჩანჩქერთანაც გიწევს გავლა. ტბები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა.
ოქროწყლის დიდი ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2 400 მ-ზე მდებარეობს. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის – ხან მწვანეა, ხან ფირუზისფერი, ხანაც ლურჯი – გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება.
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ზღაპრული სილამაზე – დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფერს იცვლის, ხან მწვანეა, ხან ფირუზისფერი, ხანაც ლურჯი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515