მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი – “ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები

პროფ. გიორგი ფხაკაძე

წყალტუბო

“ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები, რომლითაც განთქმულია კურორტი წყალტუბო, მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.

ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც კერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. კურორტის მინერალურ წყაროებში აღმოჩენილია ბიოაქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მანგანუმი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია — წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

კურორტის მინერალური წყაროები ძირითადად აბაზანების მისაღებად და ინჰალაციებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ბუნებრივი რადონული წყლები სულ უფრო ხშირად სასმელად გამოიყენება.

- Advertisement -
Ad imageAd image

რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.

მსოფლიო — დეტალები

მან კარგი შედეგები აჩვენა რიგი დაავადებების სამკურნალოდ — ხერხემლის ოსტეოქონდროზის, ფსორიაზის, ნეროდერმიტის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, ბეხტერევის დაავადების, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს მიომის, უშვილობის ზოგიერთი ფორმების, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბწონიანობის და სხვა დაავადებების დროს.

რადონოპროფილაქტიკა ითვალისწინებს რადონოთერაპიის კურსის ყოველწლიურ გამოყენებას საერთო გაჯანსაღების, ანტიინფექციური და ანტისიმსივნური იმუნიტეტის ამაღლების მიზნით.

სამკურნალო თვისებები ახასიათებს ასევე იქაური კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ბრონქიალური ასთმით, სტენოკარდიით, ჰიპერტონიით, ქრონიკული პნევმონიით და ნევროზებით დაავადებულ ადამიანებზე.

წყალტუბოში სამკურნალოდ პერიოდულად სტალინიც დადიოდა. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ (25–30 აბაზანის მიღების შემდეგ) ბევრი ტოვებდა იქ თავის დამხმარე საშუალებებს, რომლებიც მათთვის უსარგებლო გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამჟამად საკურორტო ზონის განახლება მიმდინარეობს — ადგილზე განვითარდება სამედიცინო და სპა ტურიზმი, აშენდება ბავშვთა გასართობი ცენტრი და წყლის ატრაქციონები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ტროპიკული ბაღები.

READ  ნახავთ უამრავ ციხესა და ეკლესიას, რომლის სახელიც კი არ გსმენიათ, დატკბით ჩვენი ისტორიული ძეგლებით

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი – “ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები. 17 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/მსოფლიო-მნიშვნელობის-ბალ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი – “ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network