მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი – “ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

წყალტუბო

“ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები, რომლითაც განთქმულია კურორტი წყალტუბო, მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.

ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც კერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. კურორტის მინერალურ წყაროებში აღმოჩენილია ბიოაქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მანგანუმი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია — წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება.

კურორტის მინერალური წყაროები ძირითადად აბაზანების მისაღებად და ინჰალაციებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ბუნებრივი რადონული წყლები სულ უფრო ხშირად სასმელად გამოიყენება.

- Advertisement -
Ad imageAd image

რადონოთერაპია გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, მომნელებელი სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებების, გინეკოლოგიური დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ.

მსოფლიო — დეტალები

მან კარგი შედეგები აჩვენა რიგი დაავადებების სამკურნალოდ — ხერხემლის ოსტეოქონდროზის, ფსორიაზის, ნეროდერმიტის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, ბეხტერევის დაავადების, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს მიომის, უშვილობის ზოგიერთი ფორმების, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბწონიანობის და სხვა დაავადებების დროს.

რადონოპროფილაქტიკა ითვალისწინებს რადონოთერაპიის კურსის ყოველწლიურ გამოყენებას საერთო გაჯანსაღების, ანტიინფექციური და ანტისიმსივნური იმუნიტეტის ამაღლების მიზნით.

სამკურნალო თვისებები ახასიათებს ასევე იქაური კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ბრონქიალური ასთმით, სტენოკარდიით, ჰიპერტონიით, ქრონიკული პნევმონიით და ნევროზებით დაავადებულ ადამიანებზე.

წყალტუბოში სამკურნალოდ პერიოდულად სტალინიც დადიოდა. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ (25–30 აბაზანის მიღების შემდეგ) ბევრი ტოვებდა იქ თავის დამხმარე საშუალებებს, რომლებიც მათთვის უსარგებლო გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამჟამად საკურორტო ზონის განახლება მიმდინარეობს — ადგილზე განვითარდება სამედიცინო და სპა ტურიზმი, აშენდება ბავშვთა გასართობი ცენტრი და წყლის ატრაქციონები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ტროპიკული ბაღები.

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  უშგული — ცხოვრება 2100 მეტრზე, მთელი წელი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის