#image_title

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ…

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ის მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს. ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
– თრუსოს ხეობა – თრუსოს ხეობისკენ მიმავალი გზა მდინარე თერგს მიუყვება. თრუსოს ხეობში შესაძლებელია თრუსოს ტრავერტინების და აბანოს მინერალური ტბის მონახულება, ასევე აქ შეგხვდებათ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, კოშკები, ნასოფლარები და მრავალი მინერალური წყარო.
– დარიალის ხეობა – ხეობა მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა, რომელსაც მისი ორიგინალური ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც კი უწოდებენ.
– ხდის ხეობა – ამ ხეობის გამორჩეული სილამაზეა თარგმნის წყლის ჩანჩქერი და ალპინისტებისათვის მიმზიდველი მწვერვალები: შავანა, შანი და მრავალი სხვ.;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოში გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი – გერგეთის სამება, სადაც მოხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის გავლითაა შესაძლებელი.

წყარო:

#drpkhakadze

READ  რისთვის არის კარგი და ეფექტური მინერალური წყალი "ძუღური"
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის