თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
კონკურსში, რომელიც 13 კომპანია მონაწილეობდა შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა” გაიმარჯვა. ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.
თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, აუცილებელია ფლობდეს 4500 მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილებას.
ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია – „ხმალაძე არქიტექტორები”, რომელთაც კონკურსზე თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს, მათ შორის – შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება, შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იხილეთ ასევე
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
საქართველო 10 დღეში — თბილისიდან სვანეთამდე და ზღვამდე€1,890 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზესაქართველო ზამთარში — გუდაური, თბილისი და კახეთი (6 დღე)€1,190 ერთ ადამიანზეგორი და უფლისციხე — კლდის ქალაქი ერთ დღეში€140 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314