#image_title

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი…

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

იმერეთის მხარე განსაკუთრებით მდიდარია უნიკალური მღვიმოვანი კომპლექსებით. მათ შორის ერთ-რთი გამორჩეულია ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევთან მდებარეობს.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ის შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და სათამაშო მოედნები. 

მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა. ასე რომ, ესტუმრეთ თერჯოლას და აღმოაჩინეთ ნავენახევის მღვიმე!

READ  ტურისტებისთვის საინტერესო და ულამაზესი ადგილები ზღაპრულ ზემო აჭარაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.