კვირა, მარტი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასტუმროებისასტუმრო „ციბენა“ - ადგილი, სადაც შეიძლება განიტვირთო და ნაყოფიერად დაისვენო

სასტუმრო „ციბენა“ – ადგილი, სადაც შეიძლება განიტვირთო და ნაყოფიერად დაისვენო

რაჭაში სასტუმრო „ციბენა“ .

რაჭაში სასტუმრო „ციბენა“ – ადგილი, სადაც შეიძლება განიტვირთო და ნაყოფიერად დაისვენო

„ციბენას“ მეპატრონე მერაბ ჯანელიძეა.

„ამბროლაურის რაიონში ვცხოვრობ. ეს არის რაჭის ცენტრი. გვერდით ჩამოდის რიონი, კრიხულა. ძალიან ახლოს არის ქალაქთან.

გვაქვს ღვინის ქარხნები. ჩვენი რაიონი პატარაა, მაგრამ მრავალფეროვანი ბუნებით და საოცარი ხედებით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება განიტვირთო და ნაყოფიერად დაისვენო“, – ამბობს მერაბ ჯანელიძე.

ციბენა გთავაზობთ კომფორტულ დასვენებას და უგემრიელეს ოჯახურ სამზარეულოს.

სასტუმრო ციბენა - Sputnik საქართველო

„მაქვს დიდი ვენახები. სამი ტონა ყურძენი მომყავს სეზონზე, ჩემი საკუთარი ღვინით ვუმასპინძლდები სტუმრებს.

ვთვლი, რომ ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი ღირსება  ჩვენი ეზო და ხედებია. სულ ეზოში და სამზარეულოში ფუსფუსებენ. ვცილობთ, სტუმრები რაჭული კერძებით გავანებივროთ. უგემრიელეს რაჭულ ლობიანებს აცხობენ, ამზადებენ შქმერულს და სხვა. აქვე მაქვს მაყალი და ამ ყველაფერს მოყვება ხოლმე სასიამოვნო საღამოები, განტვირთვა და შემდეგ ტკბილი მოგონებები.

ჩვენთან დღესასწაულებიც იმართება. ხელის მოწერის ცერემონიაც ყოფილა, ფოტოსესიები და ა.შ…

უცხოელებს ძალიან მოსწონთ, ჰაერი, ბუნება, სტუმართ-მასპინძლობა, კერძები, ღვინო… ეს იმას ნიშნავს, რომ მე უკვე რაღაცას ვაკეთებ ჩემი კუთხისთვის, ქვეყნისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის“ – განაცხადა „ციბენას“ მეპატრონე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  სასტუმრო „დუენდე“ ლაგოდეხში - ესპანელმა წყვილმა ლაგოდეხის სოფელ ხიზაში ააშენა
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები