ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმუზეუმებიაჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - ძირითადი მიზნები და აქტივობები:

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ძირითადი მიზნები და აქტივობები:

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი – ისტორიული მუზეუმი.

მუზეუმის ისტორია

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს – მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც შეასრულეს.

მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად მელიქიშვილისა და ვახტანგ გორგასალის ქუჩების კუთხე) ქუჩების კუთხეში. მუზეუმის გამგედ 1908 წლის 1 ოქტომბრიდან დაინიშნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი.

1910 წლის 9 მაისიდან გაფართოების გამო გადაიტანეს საქალაქო საბჭოს შენობის პირველ სართულზე და ერთი ოთახი დაუთმეს. 1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით იგი გადააკეთეს საქალაქო მუზეუმად. 1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპისა იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს.

ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წლის თებერვლიდან და 1989 წლის მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.

1957 წელს მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მე-2 სართული.აჭარის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები,ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2 000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 2015 წელს ჩატარდა სრული რეაბილიტაცია. მუზეუმის ეზოში აშენდა ახალი, სამსართულიანი კორპუსი-ბუნების, ისტორიის, სამეცნიერო-საგანმანათლებლო განყოფილების თანამშრომელთათვის და მხატვრული ტილოების საცავი.

მუზეუმის საექსპოზიციო ფართი გაიზარდა 40 კვ.მ-ით, ინტერიერის შესაბამისი დიზაინით გამოცალკევდა განსაკუთრებული ექსპონატის სტატუსით ანტიკური კრატერი.მუზეუმის ექსპოზიცია კონცეპტუალურად განახლებულია. ბუნების განყოფილებაში წარმოდგენილია აჭარის გეოლოგიური წარსული, ფლორა, ფაუნა; ისტორიის განყოფილება აჩვენებს მხარის ისტორიულ წარსულს, ეთნოგრაფიულ განსხვავებულობას.

საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ხელოვნების ნიმუშები, მხატვრული ტილოები, სკულპტურები,სამკაულები და ანტიკვარული ნივთები.კეთილმოწყობილია მუზეუმის ეზო, სადაც განთავსებულია ვეშაპის ჩონჩხი, აჭარაში პირველი ტრაქტორი, მატერიალური კულტურის ძეგლების ორნამენტიანი ფრაგმენტები ძველი წარწერებით.

მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები:
• კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.
* საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
• ეროვნული საგანძურის მოძიება, მეცნიერული შესწავლა, რეგისტრაცია, დაცვა, ექსპონირება.
• სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, პოპულარიზაცია.
• ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლება.
• ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა.
• ვიზიტორთა მომსახურება. 

მუზეუმი დაარსდა 1908 წელს. მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე შეასრულეს კიდეც.
ნიკოლოზ გომონის შემდეგ მუზეუმის დირექტორი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.
მუზეუმში დაცულია 180 000 მეტი სხვადასხვა სახის ექსპონატი ასევე ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, ხარიტონ ახვლედიანის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1937 წელს დაარსდა და მასში ინახება 63000 ბეჭდური წიგნი და ჟურნალი სხვადასხვა ენებზე, მათ შორის, ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10.00 – 18.00.
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სტანდარტული – 6 ლარი
საექსკურსიო ინდივიდუალური – 15 ლარი
საექსკურსიო ჯგუფური (6 დან – 30 მდე ვიზიტორი) – 10 ლარი

აუდიო (ქართულენოვანი / ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი) QR გიდი
გიდები (ქართულენოვანი / ინლისურენოვანი / რუსულენოვანი)

უფასო ვიზიტი: 6 წლამდე ასაკის ბავშვები; საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები (შესაბამისი დოკუმენტის და ID ბარათის წარდგენით); სპეციალური საჭიროების მქონე პირები (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით); იძულებით გადაადგილებული პირები.

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.

მუზეუმის მისამართი: ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. 4

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ოქტომბერი 28, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები