1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული უალკოჰოლო სასმელების პირველი კაფე-მაღაზია „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა და ის ძალიან მალე იქცა დედაქალაქის სავიზიტო ბართად. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელის დასაგემოვნებლად აქ შეხვდებოდით ყველას: მოხუცს და ახალგაზრდას, მწერალს და მსახობს, სტუდენტსა და პროფესორს, ტურისტს და ადგილობრივს… „ლაღიძის წყლების“ სახელი ძალიან მალე გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისი უნიკალური რეცეპტისა და გემოს შესახებ მსოფლიომ გაიგო.
„ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
წაიკითხეთ სრულად