კომპანია TAV Georgia-ს ცნობით, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, საქართველოს ბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.
თბილისის — დეტალები
ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. AIR FRANCE KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია 50 წელია, რაც ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. Transavia-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
დამატებითი ინფორმაცია
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი დასვენება. (2025). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას. 25 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/თბილისის-საერთაშორისო-აე/
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
