ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიცაპლიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.
ბეშუმში უჩვეულო, სუფთა ჰაერია. ის მდიდარია წიწვიანი ტყეებით და მდინარეებით. ბეშუმში გრილი ზაფხული იცის. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.
განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, რადგან ამ დროს აქ ტრადიციული-სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება, თავისი ადგილობრივი რეწვის ნიმუშებისა და კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვით, შეჯიბრებებით, ცეკვა-თამაშით და დოღით. სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.
ბეშუმი გარშემორტყმულია სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით და გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე.