კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროსტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების და ოპერირების წესები მკაცრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სტანდარტების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, 6 თვეში ერთხელ, თანამშრომლების B ჰეპატიტზე პროფილაქტიკური იმუნიზაცია, ხოლო C ჰეპატიტზე სკრინინგი უზრუნველყოს.

„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია – დეზინფექციის და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი საქმიანობის დაწყებას მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

READ  სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენცია და კონტროლი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები