„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა მოკვლევა, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტულ სექტორში შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას.
მიმდინარე წლის მარტის თვეში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია კონკრეტულ ონკოლოგიურ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან იდენტური ფასების დაფიქსირების შესახებ.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ამის საფუძველზე დაიწყო მოკვლევა, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
ჩვენ მიმდინარე წლის 9-თვიან პერიოდში აქტიური სამუშაო გავწიეთ. შედეგად დადგინდა, რომ მოკვლევის ფარგლებში 2021-2023 წლის პერიოდში ოთხი კომპანიის მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, – ანუ ფასების ფიქსაციას“.
მისი თქმით, სააგეენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას,ცცცცც კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
„სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს 23 შემთხვევას ორი კომპანიის მონაწილეობით, 47 შემთხვევას სამი კომპანიის მონაწილეობით და 18 შემთხვევას ოთხი კომპანიის მონაწილეობით.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნისმქონე შეთანხმებულ ქმედებას და კლვალიფიცრდება როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: „ავერსს“ 14 402 425 ლარი; „გეფას“: 20 349 336 ლარი; „პსპ“-ს 17 094 872 ლარი; „მერმისს“ 951 301 ლარი.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად, პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
„საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის – „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“, „მერმისი“ და „ეს კა იმპექსის“ მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში, „ეს კა იმპექსის“ მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. 2023 წელს სააგენტომ დაასრულა შვიდი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ხუთ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. მოკვლევები ეხებოდა – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს. ამ დროსთვის, სააგენტო სამ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც ეხება პორტალის მუშაობის მიმართულებას, კერძოდ, ჩვენი რეკომენდაციით მნიშვნელოვანია შეიქმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც აღნიშნული პორტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს.
„სახელმწიფო სრულად აფინანსებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს, თუმცა არსებობს წლიური ლიმიტები, ლიმიტი არის 25 ათასი ლარი თითოეული პაციენტის მიმართულებით და მოიცავს როგორც მედიკამენტებს, ასევე სხვა ჩარევებს.
ჩვენს მიერ იდენფიცირებული ქმედებით კონკრეტული კომპანიების მიერ ადგილი არ ჰქონდა საფასო კონკურენციას და საფასო კონკურენცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთი მხრივ, პაციენტისთვის 25 ათასლარიანი ლიმიტი იყოს საკმარისი, რომ მან ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ადგილი არ აქვს საფასო მკონკურენციას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ ზედმეტი თანხების გადახდას.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ონკოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალი ფასით და კონკურენცია ამ ნაწილში სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეთანხმებული ფასები და ფასების ფიქსაცია ფიქსირდებოდა თურქეთის რესპურბლიკიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაშიც, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის რესპუბლკიდან განხორციელდა მედიკამენტების გამარტივებული შემოტანა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ფასების შეთანხმებას.
საბოლოოდ, სახეზე გვაქვს ზიანის განსაკუთრებული სიმცირე, აქედან გამომდინარე ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ დარღვევასთან დაკავშირებული სანქციის პრევენციული ხასიათის, ასევე ქმედების შინაარსის გათვალისწინებით გამოგვეყენებინა ჯარიმა, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, რათა შემდგომში არც ამ და არც სხვა ბაზარზე მოხდეს ამგვარი შეთანხმებული ქმედების გამეორებას…“ – განმარტა მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები