კვირა, მარტი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურარას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების...

რას ნიშნავს სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა? შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების გამოყენება? 

შეიძლება თუ არა ვადა გასული მედიკამენტების გამოყენება?

„1979 წლიდან აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მწარმოებელი კომპანიები დაავალდებულა რეცეპტით გასაცემ და ურეცეპტო მედიკამენტების შეფუთვაზე დაეტანათ სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა. ეს არის რიცხვი, როდემდეც მედიკამენტის სრული პოტენცია (სიძლიერე) და უსაფრთოხოება გარანტირებულია.

როგორც წესი, ეს დრო მერყეობს 12-დან 60 თვემდე მედიკამენტის წარმოებიდან.

დაინტერესება ამ საკითხის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ანალიზი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის სამხედრო ნაწილები მარაგის სახით ინახავდნენ დიდი რაოდენობით მედიკამენტებს როგორც საჯარო დანაყოფების, ასევე მოსახლეობისათვის სასწრაფო შემთხვევების დროს გამოსაყენებლად. გაწეული უდიდესი ფინანსური ხარჯების მაჩვენებელი აშკარა იყო. მარაგში არსებული ამ პრეპარატების დიდი რაოდენობით გადაყრა/განადგურებით, იმის გამო, რომ მათ ვადა ჰქონდათ გასული, უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა. ხოლო სამეცნიერო მტკიცებულებით თუ დადგინდებოდა, რომ წამლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ამ მედიკამენტების გამოყენება ეფექტური და უსაფრთხო იქნებოდა, ამით მოხდებოდა ფინანსური ზარალის პოტენციურად მნიშვნელოვანი შემცირება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისათვის ამ ინფორმაციის წარმოსადგენად FDA-იმ ჩაატარა 122 სხვადასხვა გავრცელებული ფორმის მედიკამენტის ანალიზი – The Shelf-Life Extension Program (SLEP), რომელიც იკვლევდა მათ მარაგში არსებული პრეპარატების გრძელვადიან სტაბილურობას. 3000 სხვადასხვა ლოტის/პარტიის მედიკამენტების აქტიური ტესტირებით დადგინდა, რომ 10-დან 9 წამლების ლოტს/პარტიას ჰქონდა 90%-ზე მეტი პოტენცია (სიძლიერე) ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. ამ დონის გაფართოებული პოტენციის საშუალო მაჩვენებელი იყო 5 წელი ვადის გასვლიდან.

კიდევ უფრო ახალი, შთამბეჭდავი კვლევა სწავლობდა მედიკამენტებში შემავალი აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას წამლის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 8 მედიკამენტი, რომელიც შეიცავდა 15 სხვადასხვა ნივთიერებას – ყველა მათგანი შესწავლილ იქნა 28-დან 40 წლის შემდეგ ვადის გასვლიდან ქიმიური ანალიზის გამოყენებით. დადგინდა, რომ უმრავლესობა (86%) იყო სულ მცირე 90%-იანი პოტენციის; 14-დან 12-მა შეინარჩუნა სრული 100%-იანი პოტენცია 336 თვის განმავლობაში და 8-მ სრული პოტენცია სულ მცირე 480 თვე.

READ  ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ორი აღსანიშნავი გამონაკლისი გახლდათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) – 38% აქტიური ნივთიერებისა იქნა ნანახი ტესტირებულ ტაბლეტში და ასპირინი – 4%-დან 10%-მდე აქტიური ინგრედიენტი იქნა ნანახი.

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა British Antarctic Survey Medical Unit-ის მიერ – შესწავლილ იქნა წამლები, რომლებიც ტრანსპორტირებული იყო გემის საშუალებით მსოფლიოს შორეულ ნაწილში და სადაც არ ხდებოდა ჰაერის ტემპერატურის კონტროლი. გემმა გადაკვეთა და იმოგზაურა სხვადასხვა ტროპიკის გავლით (ჰაერის ტემპარატურა 25°C-30°C 3 კვირის განმავლობაში) და ამ ტემპერატურულ პირობებში ყოფნის შემდეგ მოხდა წამლების ტრანსპორტირება ბაზაზე არსებითად გაყინვის ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელზე (ანუ მკვეთრი ტემპერატურული ცვლილება 30°C-დან < 0°C). ამ კვლევით შესწავლილ იქნა 5 მედიკამენტი – 1. ატროპინი (ანტიქოლინერგული); 2. ნიფედიპინი (კალციუმის არხის ბლოკერი – ანტიჰიპერტენზიული); 3. ფლუკლოქსაცილინი (ანტიბიოტიკი); 4. ნაპროქსენი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი); 5. ბენდროფლუმეთიაზიდი (შარდმდენი – ანტიჰიპერტენზიული). ყველა მათგანი იყო სტაბილური ვადის გასვლის მიუხედავად.

შეზღუდული სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თვალის წვეთებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ვადა გასული თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

რაც შეეხება ეპინეფრინს/ადრენალინს – ჩატარდა რამოდენიმე კვლევა, რომელიც სწავლობდა ჰოსპიტალების საწყობიდან ამოღებული ამ პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას 30 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან. ქიმიური და მიკრობული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი იყვნენ სტერილური და სუფთა. რაც შეეხება პოტენციას – ისინი შეიცავდნენ 80%-ს არსებული ნივთიერების კონცენტრაციისა 25 თვის შემდეგ ვადის გასვლიდან.
მეტა-ანალიზმა აჩვენა რომ ეპინეფრინის/ადრენალინის მზა შპრიცები, ამპულები იყო სტაბილური, სტერილური და უსაფრთხო ვადის გასვლიდან 90 დღის შემდეგაც.

ერთადერთი ვადაგასული მედიკამენტი, რომელზეც მოიპოვება ინფორმაცია, რომ მან გამოიწვია ინტოქსიკაცია არის ტეტრაციკლინის კონკრეტული ფორმულა, რომელიც დღეისათვის ამოღეულია ხმარებიდან. ამ ერთი შემთხვევის გარდა, არ არსებობს არცერთი გამოქვეყნებული ადამიანის მოწამვლის შემთხვევა ვადაგასული პრეპარატის მიღების გამო.

პრეპარატები ხსნარების და სუსპენზიების სახით ნაკლებად სტაბილურებია და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ.

READ  იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი

აქედან გამომდინარე, პაციენტებისათვის, რომლისთვისაც მედიკამენტების ფასი მნიშვნელოვანია და მათი შეძენა პრობლემას წარმოადგენს, სრულიად უსაფრთხოდ და ეფექტურად შეუძლიათ გამოიყენონ ვადაგასული პრეპარატები, რამდენიმე ზემოთ აღნიშნული გამონაკლისის გარდა“, – წერს ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები