რა შემთხვევაშია პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი, თუ მას ცოფი დაუდასტურდა
საუბრობს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი „ტვ პირველთან“:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანების ხარისხს. პირველ რიგში, განსაკუთრებით მაღალი რისკია იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ნაკბენი და კანზე ხილული ჭრილობაა.
ძირითადად, ვირუსი ცხოველის ნერწყვში იმყოფება, ამიტომ, თუ არსებობს რისკი, რომ ნერწყვი მოხვდა ჭრილობაში, მაშინ ეს ყველა შემთხვევაში მაღალ რისკად ითვლება.
ცხოველს თუ ცოფი აქვს, ცოფის ვირუსი მაღალი კონცენტრაციით არის ცხოველის ნერწყვში, ამიტომ, თუ ნაკაწრიან კანზე მოხვდა ნერწყვი, აუცილებელი არ არის კბენა და გაკაწვრა, – ესეც რისკფაქტორია.
აცრილი ცხოველებშიც ცოფის შემთხვევა იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ცხოველის აცრაც ადეკვატურად, ხარისხიანი ვაქცინით არის ჩატარებული. ამის გარანტია არ არის, თუმცა მკვეთრად ამცირებს.
თუ ცხოველი დაიკარგება ან განუვითარდება არაადეკვატური ქცევა, ან ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდება, ეს მკვეთრად ზრდის რისკს და ადამიანში ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩამთავრდეს. სრული კურსი 4 ვაქცინას მოიცავს.
ვაქცინასთან ერთად ზოგ შემთხვევაში გვჭირდება ე.წ. იმუნოგლობულინი. ეს მაშინ არის საჭირო, როდესაც ჭრილობა არის ღრმა და მასში ნერწყვი თუ მოხვდა, ამ შემთხვევაში იმუნოგლობულინი ნაკბენის ირგვლივაც კეთდება.
თუ კბილით არის გაკაწრული, ყველაზე მაღალი რისკიამ – სახე და კისერი, ანუ რაც უფრო ახლოს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, შემდეგი არის ხელი, ხოლო ნაკლებ რისკად ქვედა კიდურები მიიჩნევა.
როდესაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ გვაქვს კანის მთლიანობის დარღვევა, ჩანაჭდევი აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ჩამობანა წყლით და საპნით ხანგრძლივად, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, [მითია, რომ ამ დროს ყველაზე ეფექტიანი სარეცხის საპონია], შემდეგ დავამუშაოთ სპირტით ან იოდით და არ შევახვიოთ. თუ ჭრილობა სისხლმდენია, შემდეგ უკვე ქირურგიული დამუშავება სჭირდება.
არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე დაგვიანებულია და აზრი აღარ აქვს, ნებისმიერ დროს, როდესაც ვაქცინაცია რაღაც მიზეზის გამო შეფერხდა, ის მაინც უნდა ჩატარდეს. ინკუბაციური პერიოდი შესაძლოა თვეებიც გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ დაველოდებით. ამიტომ არის მინიმალური ვადა – 10 დღე.
თუ არის ცოფი, 10 დღის განმავლობაში ქცევა იცვლება ან ცხოველი კვდება. თუ ცოფი პაციენტს უკვე ნამდვილად აქვს და უკვე ინფიცირდა, დაზიანდა ნერვული სისტემა, მისი გადარჩენა შეუძლებელია“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები