ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების,...

„რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებისთვის“

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ ბარკალაიას საზოგადოებრივ სამუშოებზე დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების პროგრამაში ჩართვა იყო. ლოგიკური გაგრძელება და მთავარი მიზანი, ახლა, ბენეფიციარების, ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით დაინტერესებაა, რომ გადავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ამასთან, გვსურს საზოგადოებრივ სამუშაოებში ახალი მოქალაქეების ჩართვა “, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ღია შრომის ბაზარზე, 30 000-მდე მოქალაქე დაასაქმა, მათ შორის – 19 000 სოციალურად დაუცველი პირია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  ნახეთ წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები