კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაძი­რი­თა­დად 50 წლის ასა­კის ზე­მოთ გვხვდე­ბა ორი­ვე სქეს­ში

ძი­რი­თა­დად 50 წლის ასა­კის ზე­მოთ გვხვდე­ბა ორი­ვე სქეს­ში

შარ­დსა­დე­ნის კი­ბო

შარ­დსა­დე­ნის, შარ­დის ბუშ­ტი­დან სხე­უ­ლის გა­რეთ შარ­დის გა­მომ­ტა­ნი მი­ლის, კი­ბო იშ­ვი­ა­თია და ძი­რი­თა­დად 50 წლის ასა­კის ზე­მოთ გვხვდე­ბა ორი­ვე სქეს­ში. ზოგ ადა­მი­ან­ში ერ­თ-ერთ გა­მომ­წვე­ვად ადა­მი­ა­ნის პა­პი­ლო­მა­ვი­რუ­სის რამ­დე­ნი­მე ტი­პი ით­ვლე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვებ­ში მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა.
პირ­ვე­ლი სიმ­პტო­მი, რო­გორც წე­სი, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა­ა. სის­ხლმა შე­იძ­ლე­ბა წით­ლად შე­ფე­როს შარ­დი ან იმ­დე­ნად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყოს, რომ მი­სი აღ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ მიკ­როს­კო­პით მო­ხერ­ხდეს. შარ­დის დი­ნე­ბა შე­საძ­ლოა შე­ფერ­ხდეს, რაც მო­შარ­დვას აძ­ნე­ლებს, ნა­კა­დი კი სუს­ტდე­ბა. ნა­ზი, სის­ხლმდე­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ქა­ლის შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრელ­თან შე­საძ­ლოა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი იყოს. დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად ბი­ოფ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.
შარ­დსა­დე­ნის კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლოდ სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ა, ქი­რურ­გი­უ­ლი ამოკ­ვე­თა ან მა­თი კომ­ბი­ნა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა შე­დე­გით. პრო­გ­­ნო­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კი­ბოს ზუსტ მდე­ბა­რე­­ო­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბის ხა­რის­ხზე.

შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

READ  რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა, როდესაც გენეტიკური ფაქტორი ხელს არ უწყობს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები