რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს
საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:
„იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. უამრავი წამალია, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მთავარი არის ცივი წყალი, – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა, – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია.
საბავშვო ბაღებს აბრალებენ, ბავშვი ავად რომ ხდება. ზოგი სულ ავად არის, ზოგი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად არის გაკაჟებული. შვილებს კარგად თუ გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები