კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმეცნიერება & განათლებამზეზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი ამოფრქვევა მოხდა

მზეზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი ამოფრქვევა მოხდა

მზეზე წარმოუდგენლად მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა.

14 დეკემბერს, მზის აქტიური ლაქის რეგიონმა, სახელად AR 3514, X2.8 კლასის მზის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლავთ ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი კატეგორია, რაც კი ჩვენს ვარსკვლავს ძალუძს. ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო მზის ამჟამინდელ ციკლში და ყველაზე მძლავრი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.

მოვლენამ სამხრეთ ამერიკის თავზე რადიოსიგნალთა საშუალო დონის ჩახშობა გამოიწვია — მაღალი სიხშირის რადიოსიგნალთა დროებითი დეგრადაცია ან სრული ჩახშობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.

ამავე დროს, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) მოხდა; ამ მოვლენის დროს, მზე თავის სისტემაში მილიარდობით ტონა პლაზმას და მაგნიტურ ველს გამოტყორცნის და მზის ეს ნაწილაკები გზადაგზა შემხვედრ ყველა ობიექტს ეცემიან.

ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს. აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამჟამად იკვლევს, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე საშუალო მასშტაბის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

READ  ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები