მარიხუანას რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის, გულის უკმარისობისა და ინსულტის რისკს.
კვლევებიდან ერთ-ერთმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ მარიხუანას, აქვთ გულის უკმარისობის 34%-ით გაზრდილი რისკი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებენ ამ ნარკოტიკს. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 157,000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 4 წლის პერიოდში.
მეორე კვლევამ, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე და რომელმაც 65 წელზე მეტი ასაკის 28000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გაანალიზა, აჩვენა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც არ მოიხმარენ თამბაქოს, თუმცა არიან მარიხუანას მომხმარებლები, და რომლებსაც აქვთ მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტერინი, აქვთ გულის შეტევის, ინსულტის, გულის გაჩერების ან არითმიის (არარეგულარული გულისცემა) სულ მცირე 20%-ით გაზრდილი რისკი.
კანაფის მოხმარების შესახებ უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ კანაფის მოწევა და ჩასუნთქვა ზრდის სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის (ნახშირბადის მონოქსიდი, მომწამვლელი აირი) და კუპრის (ნაწილობრივ დამწვარი წვადი ნივთიერების) კონცენტრაციას, ისევე, როგორც ეს თამბაქოს სიგარეტის ჩასუნთქვისას ხდება, რასაც უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური მოვლენების გაზრდილი რისკი მარიხუნას მომხმრებლებში.