„გულიდან პირველი სისხძარღვი რომელიც გამოდის, ეს არის აორტა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისხლძარღვი და მთელ ორგანიზმში აორტის მეშვეობით გადაეცემა სისხლი, რომელიც კვებავს ჩვენს ორგანიზმს.
აორტა ნორმალურ სიტუაციაში უნდა იყოს 2-3 სმ. დიამეტრის. მას აქვს სამი შრე…“
ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. იგი ჭეშმარიტია, როდესაც გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები, რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის (გულის შეკუმშვის) შემდეგ ბოლომდე ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას გაფართოებული რჩება. თუ ანევრიზმა ტრავმის შედეგად განვითარდა, ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი, რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულარული თრომბებისაგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმას ვუწოდებთ.
ანევრიზმა ფორმით თითისტარს ან ტომარას ჰგავს. თითისტარისებრი ანევრიზმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის გაფართოება ყველა მიმართულებით, მთელ გარშემოწერილობაზე (სწორედ ეს ანიჭებს მას თითისტარისებრ ფორმას), ხოლო ტომრისებრი ანევრიზმა მოიცავს სისხლძარღვის გარშემოწერილობის მხოლოდ ნაწილს. იგი ტომარასავით არის ჩამოკიდებული სისხლძარღვზე.
გარდა ამისა, გვხვდება განშრევებადი ანევრიზმა. ამ დროს დაზიანებული ინტიმიდან (აორტის კედლის შიდა შრიდან) სისხლი მედიალური (შუა) შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები