შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას,...

„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“

„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“.

„სწორედ, ასეთი გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან შევძელით გამოგვევლინა ის რამდენიმე დაწესებულება, რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს. ეს ათასობით რეცეპტი ასიათასობით მედიკამენტია, რომელიც სამწუხაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა სხვადასხვა აფთიაქიდან. ჩვენ ასევე გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი. ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აფთიაქის შეთანხმება არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან და ხდებოდა ყალბი რეცეპტების გამოწერა. ეს საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ისინი გააგრძელებენ გამოძიებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

READ  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200 კმ-დე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები