შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაკუჭის კიბო - სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

კუჭის კიბო – სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გა­ურ­კვე­ველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენ­დო­­სკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენო­კარ­ცი­ნომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუ­­ჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხ­ვდე­ბა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერი­კელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვ­რებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.
გამომწვევები და რისკ-ფაქტორები
კუჭის ადენოკარცინომა ხშირად იმ ადგილზე იწყებს განვითარებას, სადაც კუჭის ამომფენი შრე ანთებადია. მეცნიერთა უმეტესობა თანხ­მდება, რომ კუჭის კიბოს ძირითადი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია Hელიცობაცტერ პყლორი.
კუჭის პოლიპები შეიძლება კიბოდ გარდაიქ­მნას (მალიგნიზაცია) და ამიტომ ხდება მათი მო­­ცილება. კუჭის ადენოკარცინომის განვითა­რების ალბათობა უფრო მა­ღალია, თუ პოლიპი ჯირ­კვლოვანი უჯრედებისგან შედ­გება, მათი ზომა 3/4 დუიმზე (2 სანტიმეტრი) მეტია ან თუ რამდენიმე პოლიპია.
ფიქრობენ, რომ კუჭის ადენოკარცინომის გა­ნ­­ვი­­თა­რებაში გარკვეულ როლს დიეტური ფა­ქ­­ტო­რები თამაშობს. ეს ფაქტორებია მარილის ჭარბი მოხ­მა­რება, ნახ­შირ­წყლების ჭარბი მი­ღე­ბა, კონ­სერ­ვან­ტე­ბის, რო­გორიცაა ნიტრატი, ჭა­რ­­ბი მიღება, (ხშირად გვხვდება შებოლილ პრო­­დუქ­ტ­ებში) და საკვებში ხილისა და მწვანე ფო­თ­­ლო­ვანი ბოსტნეულის სიმცირე. თუმცა არც ერ­თი ფაქტორის როლი დადასტურებული არ არის.
სიმპტომები
ადრეულ სტადიაზე სიმპტომები სუსტადაა გა­­მო­ხა­ტული და ხშირად ხდება მათი უგულე­ბე­­ლ­ყოფა. და­ავადების ადრეული სიმპტომები, მუცლის ტკივილი წვის შეგრძნებით, შეიძლება პეპტიური წყლულის სიმპტომებს წააგავდეს. პეპ­ტი­ური წყლულის სიმპტომები, რომელიც მკუ­­რ­ნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება კუჭის კიბოზე მიანიშნებდეს. პაციენტს შეიძლება სი­სავსის შეგრძნება ჰქონდეს მცირე რაოდენობის საკვების მი­ღების შემდეგ (ადრეული დანა­ყ­რება).
წონაში კლება და სისუსტე, როგორც წესი, გა­მოწ­ვეულია საკვების მიღების გაძნელებით ან ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის შეუძ­ლებ­­ლობით. ანემია, რომელიც ხასიათდება და­ღ­­ლი­ლობით, სისუსტით და თავბრუსხვევით, შე­იძ­ლება გამოწვეული იყოს სისხლის შეუმჩნეველი თანდათანობით დაკარგვით, კუჭის დაბალი მჟავის გამო B12 ვიტამინის (ვიტამინი, რომელიც სა­ჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) ან რკინის (მინერალი, რომელიც ასევე საჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) შეწოვის დარღვევით. იშვიათად, პაციენტმა შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლი აღებინოს (ჰემატემეზისი) ან ჰქონდეს შავი კუპრისებრი განავალი (მელენა). როდესაც ადენოკარცინომა პროგრესირებს, ექიმმა სიმსივნე შეიძლება პაციენტის მუცლის ხელით გასინჯვით (ხელის ზეწოლით) შეიგრძნოს.
ადრეულ სტადიაზეც კი, პატარა ზომის ადე­ნო­კარ­ცინომა შეიძლება დისტანციურად მდებარე ადგილას გავრცელდეს (განვითარდეს მე­ტასტაზი). სიმსივნის გავ­რცე­ლებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადიდება, კანის და სკლე­რის მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და მუცლის გადიდება (ასციტი), აგრეთვე კანზე კიბოს კვანძების განვითარება. გავრცელებულ კიბოს შეუძლია ძვლები დაასუსტოს და გამოიწვიოს მისი მოტეხილობები.
დიაგნოზი
დიაგნოზის დასმის საუკეთესო საშუალებაა ენდოსკოპია (გამოკვლევა, რომლის დროსაც დრე­კადი მილი გამოიყენება საჭმლის მომნელე­ბელი სისტემის შიგნიდან დასათვალიერებლად). ის საშუალებას აძლევს ექიმს, პირდაპირ და­ათ­ვალიეროს კუჭი, შეამოწმოს Hელიცობაცტერ პყლორი-ის არსებობა და აიღოს ქსოვილის ნიმუში (ბი­­ოფ­სია) მიკროსკოპიული კვლევისთვის. ბარიუმით რენტგენოლოგიური კვლევა ნაკლებად გამოიყენება, რადგანაც იშვიათად ავლენს კიბოს ადრეულ სტადიაზე და არ იძლევა ბიოფსიის აღების საშუალებას. კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტს კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების დასადგენად, როგორც წესი, უტარდება გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ). თუ ჩთ სკანირება სიმსივნის გავრცელებას არ აჩვენებს, ექიმი, როგორც წესი, ატარებს ენდოსკოპიურ ულტრაბგერით კვლევას (რომელიც ნათლად აჩვენებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენ შრეს, რადგან ზონდი მოთავსებულია ენდოსკოპის თავზე). ამ გამოკვლევის მიზანია სიმსივნის სიღრმისა და პროცესში ახლომდებარე ლიმფური კვანძების ჩართულობის განსაზღვრა.
პროგნოზი და მკურნალობა
კუჭის ადენოკარცინომით დაავადებულთა 15%-ზე ნაკლები ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. კუჭის კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავ­რცე­ლება ახასიათებს. თუ კიბო მხოლოდ კუჭს აზიანებს, როგორც წესი, ტარდება ქირურგიული ჩარევა განკურნების მცდელობის მიზნით. სიმსივნის მთლიანად ამოღება, სანამ ის გავრცელდება, გან­კურნების ერთადერთი იმედია. უნდა ამოიკვეთოს კუჭის უმეტესი ნაწილი ან მთლიანად კუჭი და ახლომდებარე ლიმფური კვანძები. პროგ­ნო­ზი კარგია იმ შემთხვევაში, თუ კიბო კუჭის კე­დელში ღრმად არ არის ჩაზრდილი. ამერი­კის შე­ერ­თებულ შტატებში, ქირურგიული ჩარევის შე­დეგები ხშირად ცუდია, რადგან დიაგნოზის დას­მი­სას პაციენტთა უმეტესობას კიბოს გავ­რცე­ლებული ფორმა აქვს. იაპონიაში, სადაც კუჭის კიბო ძალიან ხშირია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასობრივი სკრინინგ პროგრამები კი­ბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძ­ლევა, როდესაც განკურნება უფრო მეტად სავა­რაუდოა. გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობისთვის ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპიაც გამოიყენება.
თუ კიბო კუჭის გარეთ არის გავრცელებული, ქირურგიულ ჩარევას მდგომარეობის განკურნება არ შეუძლია, მაგრამ ხანდახან გამოიყენება სიმპტომების მოხსნისთვის. მაგალითად, თუ კუჭის ბოლოში საკვები ვერ ტარდება, კეთდება შუნტირება, რომლის დროსაც კუჭსა და წვრილ ნაწლავს ერთმანეთთან აკავშირებენ, რაც საკვების გატარების საშუალებას იძლევა. ასეთი კავ­შირი (ანასტომოზი) მცირე ხნით მაინც ხსნის ობსტრუქციის სიმპტომებს – ტკივილს და ღები­ნე­ბას. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასევე ხსნის სიმპტომებს, თუმცა მათი ეფექტურობა შეზღუდულია.

READ  „პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 30%-ს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა უდას­ტურ­დე­ბა“ - ივანე ჩხაიძე

კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები