1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
კლინიკების ჩამონათვალი, სადაც გრიპის ვაქცინაციას გაიკეთებთ.
მასალის გამოყენების პირობები