სამშაბათი, აპრილი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით“-გიორგი ფხაკაძე

„ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით“-გიორგი ფხაკაძე

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე – ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება.

„მართლა მიხარია, მთავრობა რომ მისმენს.

ახლა ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით, დაგეხმარებით ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში.
ყველამ ვიცით, რომ ეს ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ,- „დაგეხმარებით!“.

ისე არ დამთავრდეს, რომ ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.

მე, გიორგი ფხაკაძე ამ საქმეს ვიწყებ დღეიდან.

ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს ჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს ჭირდება ჩვენს ხალხს!

„იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ”, – ეს არის ინიციატივა ყველასთვის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის პროცესში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, აღვადგინოთ ტურისტული ინდუსტრია, – სრულიად მსოფლიომ რომ შეიტყოს, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდუსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით… ის ორგანიზაციები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა, წესების დაცვით, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდუსაფრთხო რესტორნებად, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობებით გავუწევთ მათ პრომოუშენს – მთელი მსოფლიო გაიგებს.
ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან – ესენია: ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები.
ვიმუშავებთ, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდუსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდუსაფრთხოა.
ეს დაგვეხმარება, – სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია. იცით, რომ პრაქტიკულად, ყოველკვირეულად გვემატება ახალი ფრენები, ავიაკომპანიები აღადგენენ და საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებსაც აცხადებენ, ახლა მთავარი, მნიშვნელოვანი კომპონენტის არის უსაფრთხო მასპინძლობა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსს პრაქტიკაში გავატარებთ.
ვაქცინაციის პროცესს ტურიზმში აქვს ორმაგად დიდი დატვირთვა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ რესტორანზე, სასტუმროზე და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე“.


საქართველოში ფართოვდება ვაქცინაციის ჯგუფები. ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთიანი ჯგუფის რეგისტრაცია და აცრა.
საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა” და „უსაფრთხო რესტორნის” სერვისების შეთავაზებას აპირებს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


READ  „3 ძირითადი გაფრთხილება...“
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სიგიშოარა: რუმინეთის ზღაპრული ქალაქი

სიგიშოარა: რუმინეთის ზღაპრული ქალაქი

8 April, 2025
ყველა დედასა და ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის მოვლაზე ორსულობის, მშობიარობის და მის შემდგომ პერიოდში

ყველა დედასა და ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის მოვლაზე ორსულობის, მშობიარობის და მის შემდგომ პერიოდში

აპრილი 8, 2025
ქალის როლი ქართულ ოჯახში – ტრადიცია, შრომა და დაუფასებლობა

ქალის როლი ქართულ ოჯახში – ტრადიცია, შრომა და დაუფასებლობა

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები