ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვი

ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვი

28/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


„ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვის მოამზადებს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ, „საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს, საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები გააცნო, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებენ ქვეყნებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების შესრულებას.


მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სიცოცხლის გადარჩენისა და გლობალური ჯანმრთელობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


შეხვედრაზე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა, სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების პრაქტიკულ მაგალითებიც წარმოადგინეს.ისაუბრეს მონაწილე უწყებების როლსა და პასუხისმგებლობებზე.


„ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები მზარდი მნიშვნელობის თემაა. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უწყების წევრები.სამოქმედო გეგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვადასხვა სექტორის მზაობას დაემყარება.


შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ, რათა სამოქმედო გეგმა,ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ასევე მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები. მულტისექტორული პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.


ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


შეხვედრას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

ნოემბერი 28, 2024
ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ნოემბერი 28, 2024
ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

28 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები