ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისაყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს

საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს

28/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხებისა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.


ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგას საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებას, ასევე, მიმოქცევაში არსებული, წამლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას.


მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს დაფინანსების ახალი – DRG მოდელი, რომელიც საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა.


უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს, ჯანდაცვის სერვისების მოწყობისა და დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით უნგრეთის გამოცდილება გაუზიარა.


შეხვედრაზე, პირველადი ჯანდაცვის სერვისები და ამ სფეროს განვითარების მიზნით დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. ზურაბ აზარაშვილი, ამ მიმართულებით უნგრეთის გამოცდილებას გაეცნო და კოლეგისგან პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პოლიტიკის მიმართულებით დეტალური ინფორმაციაა მიიღო.


მხარეები შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც უნგრელი ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ, ასევე დაიგეგმა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში, პროფილურ სააგენტოებთან.


შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

„დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

რჩევები, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი საახალწლოდ

ნოემბერი 28, 2024
ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ეს არის ძალიან მისტიკური ხელოვნება – „ჩვენი ერის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია“

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

ნოემბერი 28, 2024
ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

ქვეყნები, სადაც ზამთარში მოგზაურობა არ ღირს

28 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები