კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიშეხვედრა - ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს მკურნალობა უფინანსდებათ

შეხვედრა – ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს მკურნალობა უფინანსდებათ

16/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ინფორმაციას ავ­რცე­ლებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა.


იესპერ მოლერმა მწუხარება გამოთქვა შოვშვი მომხდარი ტრაგედიის გამო და ზურაბ აზარაშვილს სამძიმარი გამოუცხადა. მინისტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე, მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, იესპერ მოლერს სამინისტროს საქმიანობა გააცნო და დეტალურად ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ბავშვთა ჯანმრთელობის, თუ სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, მკურნალობა უფინანსდებათ.


ზურაბ აზარაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

READ  როგორ მოვიქცეთ? - ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები