ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიპროფესორი გიორგი ფხაკაძე - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი

30/05/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD), შეირჩა გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების კომიტეტის (IAP) წევრად, რომელიც წარმოადგენს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის ნაწილს. კომიტეტი მუშაობას შეუდგა გასული წლის სექტემბერში და მის მიზანს წარმოადგენს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელება.


სტრატეგია ეფუძნება 15 წლიან განვითარებას, ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში და დღეისათვის წარმოადგენს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ყველაზე გავლენიან გლობალურ მოძრაობას.


გამომდინარე იქიდან, რომ მდგრადი განვითარების მიზნების ახალი ფორმატი ორიენტირებულია შედეგებზე, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია რეალური ქმედებები, ანგარიშვალდებულების საბჭო წარმოადგენს მიზნების მისაღწევ ცენტრალურ სტრუქტურას.


დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს მანდატი მოიცავს პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და აქედან გამომდინარე აქტივობების განხორციელებას.


გიორგი ფხაკაძე უერთდება სხვადასხვა რეგიონის ადამიანის უფლებათა, ჰუმანიტარული დარგის და სტატისტიკის გამორჩეულ ექსპერტებს. ექსპერტების ჯგუფი შედგება: სანია ნიშტარ (Sania Nishtar), თავმჯდომარე, პაკისტანიდან, კარმენ ბარროსო (Carmen Barroso) ბრაზილიიდან, პალი ლეოლა (Pali Lehohla) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ელიზაბეტ მასონ (Elizabeth Mason) დიდი ბრიტანეთიდან, ვინოდ კ. პაულ (Vinod K. Paul) ინდოეთიდან, დაკშითჰა ვიკრემარათნე (Dakshitha Wickremarathne) შრილანკიდან, ალისია ელი იამინ (Alicia Ely Yamin) აშშ-დან. მეცხრე საბჭოს წევრი ჯერ არ დასახელებულა.

[http://www.everywomaneverychild.org/news-events/news/1298-announcement-of-every-woman-every-child-s-independent-accountability-panel].


გიორგი ფხაკაძე მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით რიგ რეგიონებში (სამხრეთ აზია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა).


მან ჩაატარა ექსპერტიზა გაეროს რამდენიმე სააგენტოს, გლობალური ფონდის (GFATM), ევროკავშირის, საერთაშორისო კერძო საკონსულტაციო კომპანიების, რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოებისათვის საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლისების შემუშვებასა და იმპლემენტაციისათვის.


გიორგი ფხაკაძე წარსულში იყო დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი, გლობალური ვაქცინაციის კავშირის (GAVI) წევრი და გლობალური ფონდის (GFATM) მიზნებისათვის ტექნიკური მიმოხილვის საბჭოს წევრი.


2007 წლიდან იგი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი და 2015 წლის აპრილიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არჩეული იქნა ინფექციის კონტროლის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრად. გიორგი ფხაკაძეს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი და სტატია საერთაშორისოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ანთროპოლოგიაში.

[Http://www.linkedin.com/pub/giorgi-pkhakadze/2/3aa/19].

Article at the BMJ 2017

One Pager IAP May2017

IAP Report September2016


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=86&lang=2



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ოქტომბერი 28, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები