ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„აკრედიტაციის პროცესი დაიწყო შარშან“ - ამის შესახებ მაშინ ბევრი არ იცოდა…

„აკრედიტაციის პროცესი დაიწყო შარშან“ – ამის შესახებ მაშინ ბევრი არ იცოდა…

07/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხდა, რომ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო შარშან…


მისი თქმით, ამის შესახებ მაშინ ბევრი არ იცოდა…


2022 წლის 7 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერდა:


1. ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ. 1 აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და ვარ ამ ორგანიზაციის კონსულტანტ-მრჩეველი. ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, მალე ამაზე უფრო დეტალებში მოგიყვებით. 15 დღის შემდეგ ჟენევაში მივდივარ.


2. საქართველოში ბევრი რაღაცეები შეიცვალა, ბევრი პოზიტიური რამ ხდება, თუმცა ბევრი რამეს ვერ ვიგებ ვერც მე და, ალბათ, ვერც ხალხი. პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკოსების ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო.


3. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ ბოლო დროს, რაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა კეთდება ამ სფეროში. ბატონ მინისტრს პირადად არ ვიცნობ, ახალ მთავრობაში არავის არ ვიცნობ, არც არავინ დამკავშირებია.


4. მე გეტყვით, გარედან როგორ ჩანს, რასაც აკეთებენ – რაღაცეების გაკეთება უჭირთ, რაღაცეები კეთდება. ზოგადად, ჯანდაცვის სფერო რთულია, და მით უმეტეს, საქართველოში. იცით, მე ყოველთვის პირდაპირი ვარ, ცუდზე ცუდს ვამბობ და კარგზე – კარგს.


5. ფაქტია, რომ ახალი მინისტრის პირობებში ჯანდაცვის სფეროში გარკვეული საინტერესო ცვლილებები ხდება. თუნდაც ის, რომ მინისტრმა განაცხადა, 1 მილიარდი სადღაც დაიკარგაო, ეს ბევრმა სწორად ვერ შეაფასა, მაგრამ ეს გაბედული და სწორი განცხადება იყო.


6. ასევე ის, რომ ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, მისასალმებელია. დიდი ხნის უკან იყო ეს გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ მინისტრი ნელა, მაგრამ სწორი გზით მიდის.


7. ასევე საინტერესოა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების კუთხით გარკვეული ძვრები დაიწყო.


8. ცოტა ხნის წინ საჯარო წერილით მივმართე ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით. გუშინ საჯაროდ მივიღეთ ძალიან კარგი და მკაფიო პასუხი: მთავრობა დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას 2025 წლიდან.


9. პრაქტიკულად, მინისტრი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მე არ ვიცი, შემდეგში ვინ რას ურჩევს, მაგრამ ფაქტია, რომ ამჰერად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.


10. შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის იდეის განხორციელება 2020 წელს წამოვიწყე და ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო ფრანგული ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, აკრედიტაცია, ხოლო 40-მა განაცხადი შემოიტანა.


11. როცა ეს პროცესი წამოვიწყე, ყველა მეუბნებოდა, გიორგი, ფანტაზიორი და მეოცნებე ხარ, აკრედიტაცია საქართველოში არასდროს იქნებაო. დრომ საპირისპირო აჩვენა.


12. ახლა ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დააფიქსირა, აკრედიტაციის განხორციელება არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა. მე, როგორც ერთი ადამიანი, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი მოსაზრება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში დაეხმარება, პრაქტიკაში დაინერგება.


13. დიდი მადლობა რეგულირების სააგენტოს – როცა საქართველოში ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დაწვრილებით გავიარეთ ეს საკითხი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, პრაქტიკულად ეს არის იმ შეხვედრის შედეგი. ის სტრატეგია, რაზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, სახელმწიფომ მიიღო.


14. ერთმა კაცმა მეტი რა ქნას იდეების რეალიზაციის კუთხით?! სხვა რაღაცეებს არ ჩამოვთვლი, ორს ვიტყვი მხოლოდ: გიორგი ფხაკაძემ შეძლო, ქვეყანაში ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი 15 თეთრიანი სამედიცინო პირბადეები და ასევე სახელმწიფო მანქანა სწორი მიმართულებით დაძრულიყო – სამედიცინო დაწესებულებებს ექნებათ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების აკრედიტაცია.


15. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ მართალი ხარ, შედეგს ყოველთვის მიიღებ. მნიშვნელობა არა აქვს, ვისი იდეაა, მთავარია, გამოვიდა. ეს სჭირდება ქვეყანას. ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ
ჯანმრთელობას გისურვებთ…“



#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PHსაქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia ჯანმრთელობა / ექიმის უფასო რჩევებიAccreditation Canada representative office in Georgia ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობა ჯანმრთელობა / ექიმები AI Future Giorgi Pkhakadze #drpkhakadze #accreditationge


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

5 საუკეთესო კუნძული ოსლოს სიახლოვეს

28 October, 2024
მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი – გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

თანამედროვე სამზარეულო- 3 ფერი , რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს

ოქტომბერი 28, 2024
ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები ხალიჩებზე – 84 წლის ანიჩკა ბექაურის ნამუშევრები

ოქტომბერი 28, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს

ოქტომბერი 28, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები