პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმომეწონა, პირველი რაც ვთქვი, იყო „ვაუ“ … ეს იყო პირველი ემოცია –...

მომეწონა, პირველი რაც ვთქვი, იყო „ვაუ“ … ეს იყო პირველი ემოცია – გიორგი ფხაკაძე თბილისში ჩამოსვლის

01/10/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.

დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…

გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.


ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. ის „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებზე უყვება.

„მაინტერესებდა, რა შეიცვალა. ყოველთვის რაღაც სიახლეს ელოდები. პირველ რიგში, უყურებ გზას. აეროპორტიდან რომ წამოვედი, გზა განსაკუთრებით მომეწონა. ბავშვობიდან მახსოვს, ძალიან მაღალი მონუმენტი რომ არის, („ადამიანი და მზე“) 80-იანი წლებიდან საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს იყო პირველი ემოცია, მონუმენტი ლამაზ მდგომარეობაში რომ დავინახე, მომეწონა. პირველი რაც ვთქვი, იყო – ვაუ.

მომეწონა განათებული თბილისი. მოდი ასე ვთქვათ, იგივე თბილისია, იგივე ხალხია. ბოლო 2 წელიწადში პატარ-პატარა ცვლილებები შევამჩნიე. ადრე 3-6 თვით მოვდიოდი და ცვლილებებს ვერ ვხედავდი, ახლა 2 წლის შემდეგ ეს დავინახე. ახალი შენობებია, ავტობუსის ზოლი მომეწონა ძალიან. ველობილიკები მომეწონა ძალიან, ეს არის ევროპა. ვაკემდე ჯერ ვერ მივედი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mometsona-pirveli-rats-vtqvi-iko-vau-es-iko-pirveli-emotsia-giorgi-fkhakadze-tbilisshi-chamosvlis-pirvel-emotsiaze/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები