შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ნეპალელ ქალს, ვერ მოვიყვანდი… დედაჩემი მეუბნებოდა, ქართველი უნდა შეირთოო“- ვინ არის ქალი,...

„ნეპალელ ქალს, ვერ მოვიყვანდი… დედაჩემი მეუბნებოდა, ქართველი უნდა შეირთოო“- ვინ არის ქალი, რომლის…

07/12/2021


„ვისაც ეს ვირუსი შეეყარა, უმეტესობას, პანიკური შიში აქვს. ამიტომ შეეცადოს, რომ რამე კარგი საქმე აკეთოს. ეს შეიძლება იყოს ღიმილი, ტკბილი სიტყვა, პოზიტიური ენერგია უნდა გასცე, რაც ბუმერანგივით, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ“ – გიორგი ფხაკაძე.


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, შეზღუდული დროის მიუხედავად, სოციალურ ქსელის მომხმარებლებს პრაქტიქულ, მარტივ რჩევებს სთავაზობს, რასაც საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ღიმილს, რომელიც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება და ამავე დროს, ადამიანისთვის უდიდესი საჩუქარია, პროფესორი, ხშირად უზიარებს საზოგადოებას. ბ-ნი გიორგი, რომელიც საქართველოს მართლაც „მხსნელად“ მოევლინა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, დედის რჩევებს იხსენებს და ამბობს, რომ სულ არიგებდა, მტერსაც უნდა გაუღიმოო:

ქუთაისში დავიბადე. დედა უკრაინელი მყავდა, მამა იმერელი. ამიტომ ძირითადად, უკრაინაში, ქ. ლვოვში ვიზრდებოდი. ქუთაისში, რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, მე -17, მე-14 და მე-9 საშუალოში ვსწავლობდი. ამავე დროს, უამრავ წრეზე დავდიოდი – ჭადრაკი, ცეკვა, ცურვა, ჭიდაობა და კიდევ ბევრი.

საშუალო სკოლა სად დაამთავრეთ?

ბოლო ხანებში ლვოვში ვცხოვრობდი და იქ დავამთავრე. ძალიან ბევრი სკოლა გამოვიცვალე. უკრაინაში, დასასვენებლად რომ ჩავიდოდი, ზოგჯერ, შეიძლება დავრჩენილიყავი კიდეც და სკოლაც იქ გამეგრძელებინა. ამიტომ უამრავი მეგობარი შევიძინე.

თქვენ აღზრდაში, ყველაზე დიდი გავლენა, ვინ მოახდინა?

რა თქმა უნდა დედაჩემმა, ყოველთვის ცდილობდა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. დედა – ტატიანა ფხაკაძე, პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

მისი რჩევებიდან, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ სულ მეუბნებოდა, ჩხუბის დროსაც კი გაიღიმეო. არასდროს იჩხუბო, ვინც ჩხუბობს, ის ყოველთვის წაგებულია, მტერსაც უნდა გაუღიმოო.

მახსოვს, სკოლის პერიდში (სხვათა შორის, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი), დედაჩემი სკოლაში დაიბარეს, იმ მიზეზით, რომ სულ ვიღიმოდი. ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც კი იღიმისო.

ასე გამზარდა, სულ მეუბნებოდა, ღიმილი, საუკეთესო წამალია ყველაფრისთვისო. ცდილობდა, დამოუკიდებლად მეცხოვრა. 5 წლის ასაკში, ქუთაისიდან ლვოვში, თვითმფრინავით მარტო გადავფრინდი. ბაზარშიც კი მარტო დავდიოდი.

თუ არ ვიმეცადინებდი, მეუბნებოდა, არ არის პრობლემა, აგერ ცოცხი და დღესვე შეგიძლია დაიწყო ქუჩის დალაგებაო. ამაზე ვიწყებდი ტირილს, არ მინდა ცოცხი და დალაგება-მეთქი. მაშინ ისწავლეო, მეუბნებოდა. არასდროს ხელი არ დაურტყამს, სულ მეუბნებოდა, შენ თვითონ უნდა მიხედო შენ საქმეს, სხვა არავინ შენთვის არ იზრუნებსო.

საუკეთესო განათლების მეთოდი ჰქონდა, ცდილობდა, ყველაფერში ამყოლოდა, მაგალითად, რომ ვეტყოდი, ძაღლი მინდა-მეთქი, მეუბნებოდა, კი ბატონო, მაგრამ ძაღლს მოვლა უნდაო. რომ დავფიქრდებოდი, ვხვდებოდი, რომ ეს ადვილი არ იყო. ცხოვრების ცვლა, ყველაზე მეტად, დიდი კოლექტივის ჩამოყალიბებაში დამეხმარა.

საუკეთესოდ ახერხებთ, საზოგადოებასთან კომუნიკაციას..

მიხარია, თუ მართლაც ასეა. საქართველოში, წელიწადში ერთხელ ჩავდივარ. დ. ტვილდიანის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ლექციებს ვკითხულობ. 2007 წლიდან, ასოცირებული პროფესორი ვიყავი, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეპიდემილოგიას ვასწავლი.


მიწვევით, როცა მთხოვენ, არასდროს უარს არ ვამბობ. რასაც ვაკეთებ, ყველაზე საუკეთესო საქმეა, თან როცა ექსპერტი ხარ – ახალგაზრდა თაობას, შენ ცოდნას უზიარებ. ეს ჩემი კონტრიბუციაა. ზოგი შადრევანს აშენებს, ზოგი ფასადს აკეთებს, მე შემიძლია, ბავშვებს ვასწავლო.

მამასთან როგორი დამოკიდებულება გქონდათ?

მამა, ძირითადად სამსახურში იყო, სახლში ცოტა დროს ატარებდა. პროფესიით ინჟინერია. ამასთან ერთად, ქვაზე მუშაობის პროფესიონალი ოსტატია. ბევრმა არ იცის, ქუთაისში, საცხოვრებელი სახლები, სადაც ქანდაკებებია გამოსახული, ძირითადად, მამაჩემის შემოქმედებაა.

სოფელ ჭოგნარში, ჩემმა წინაპრებმა (მამის მხრიდან), ქვის კარიერი გახსნეს და გასული საუკუნიდან, ამ საქმეს ეწეოდნენ. მამას ქვის ცეხი ჰქონდა, სადაც მუშაობდა. ქუთაისში, არის ერთი ცნობილი სახლი („ლომებიანი სახლი“), და ესეც მამაჩემის შემოქმედებაა.

სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ქალების ქანდაკებებია, ბევრმა არ იცის, რომ ეს ქალი, დედაჩემია. სახლი, სადაც მე ვცხოვრობდი, რამდენიმე წლის წინ გავყიდე, რომელიც ჩემმა მეგობარმა იყიდა. ამ სახლზეც დედაჩემის და ჩემის დის სახეა გამოქანდაკებლი, რაც ბევრმა არ იცის.

პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით…

ძალიან არეულ-დარეული პირადი ცხოვრება მაქვს. სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს მუშაობა, 6 თვე აქ ვარ, 6 თვე შეიძლება სხვა ქვეყანაში მომიწიოს წასვლა. კარგი ურთიერთობის აწყობას, დრო ჭირდება, რაც მე ნაკლებად მაქვს.

რამდენი წლის ბრძანდებით?

44 -ის ვარ უკვე. ოჯახი არ მყოლია, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობები ბევრი მქონდა. ვცდილობ, პირად ცხოვრებაზე, ნაკლებად ვისაუბრო. არც თანამშრომლებს ვეკითხები, იქნებ არ სურთ, მათი პირადის საჯაროდ გამოტანა. ვცდილობ, ნეიტრალური ვიყო – იქნებ ქვრივია, ან გაყრილია და არ მინდა, რომ ტრავმა მივაყენო. თვითონ თუ მომიყვება, თორემ მე, არავის ვეკითხები, იქნებ, არ სიამოვნებს.

გატყობთ, ტრადიციული ადამიანი ბრძანდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ქართველ გოგოს ეძებთ ცოლად…

გეთანხმებით, ესეც იყო, ერთ-ერთი მიზეზი. სხვათა შორის, დედაჩემი სულ მეუბნებოდა, მხოლოდ ქართველი ქალი უნდა შეირთოო. 20 წელია, საქართველოში არ მიცხოვრია, ძირითადად სხვა ქყეყნებში ვცხოვრობდი – ნეპალი, ინდეთი, ბირმა, ინდონეზია, ტაილანდი, აფრიკაში კენია, სომალი, ჯიბუტი, ეთიოპია.

ახლო აღმოსავლეთში – იორდანია, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იემენი, სირია, ერაყი. ასევე, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში – რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია. აქედან, 2 წელი ნეპალში ვიყავი და ნეპალელ ქალს, ვერ მოვიყვანდი.

მიუხედავად იმისა, რომ დედა უკრაინელი იყო, ქართველებზე შეყვარებული ყოფილა…

კი, ნამდვილად ასე იყო. მაგრამ ცხოვრება ისეთი რამეა, როდის რა მოხდება, არავინ იცის. კორონავირუსი რომ გავრცელდებოდა, ვინმეს ეგონა?

თქვენი ვიდეოჩართვები, საოცარი პოზიტიურია, რაც საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. კომენტარში წერენ, ერთი სული აქვთ, როდის გათენდება, რომ თქვენ ჩართვებს მოუსმინონ, რას ურჩევდით ხალხს?

კოვიდის მეორე ტალღა გვაქვს. იმ ადამიანს, ვისაც კოვიდი აქვს, ვურჩევ, არ იფიქროს, რომ ავად არის, იფიქროს, რომ მალე გამოჯანმრთელდება – ეს უნდა იყოს მთავარი. ვისაც ეს ვირუსი შეეყარა, უმეტესობას, პანიკური შიში აქვს. ამიტომ შეეცადოს, რომ რამე კარგი საქმე აკეთოს. ეს შეიძლება იყოს ღიმილი, ტკბილი სიტყვა, პოზიტიური ენერგია უნდა გასცე, რაც ბუმერანგივით, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.


ბავშვობაში გადატანილი „ბატონები“ (ინფექციური დაავადება) მახსნდება, როცა ამბობენ, რომ მუდამ პოზიტიურ განწყობაზე უნდა იყოს… დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი…

ვირუსი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ სხვათა შორის, არა მარტო კოვიდს და ბატონებს, არამედ ყველა დაავადებას სჭირდება პოზიტივი. ყველაზე კარგი წამალია, როცა ავადმყოფს, ეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არასდროს არ უნდა მოატყუო. დიაგნოზი, აუცილებლად უნდა უთხრა, უნდა აუხსნა, რა მდგომარეობა აქვს.

თუ პაციენტი ემოციურია?

მერა რა, პირიქით უნდა უთხრა, დამალვა, არ შეიძლება. ეს ყველაზე არასწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ გააჩნია, რა ფორმით ეტყვის ექიმი. მთავარი მესიჯი, მაინც პოზიტივი და ასევე, თქვენ გვერდზე მყოფი ადამიანებია. მოიშორეთ, ყველანაირი ნეგატივი.

როცა ადამიანი კოვიდინფიცირებულია, არ არის საჭირო, მთელი დღე, ინფორმაციებს უსმინოს. უყუროს უფრო მეტად, გასართობ გადაცემებს, საინტერესო ფილმებს. აუცილებელია, მკურნალ ექიმთან გქონდეთ, ყოველდღიური კონტაქტი, ძალიან საზიანოა თვითმკურნალობა.

კვებასთან დაკავშირებით რას ურჩევდით?

მარილი და შაქარი საერთოდ ამოიღონ, ან შეამცირონ მაინც, მიიღონ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. ივარჯიშნ, დღეში 30 წუთი, ან ფეხით იარონ. ტელეფონზე როცა საუბრობ, ან ტელევიზორს უყურებ, ამ დროსაც იარე, ნუ იქნები, უმოძრაო მდგომარეობაში, ამ დროსაც, ბევრ ენერგიას ხარჯავ.

ძალიან მნიშვნელოვანია, სუნთქვითი ვარჯიშებიც, სწორი სუნთქვა ბევრს ნიშნავს. დელიში, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ვიყავი და ამ თემასთან დაკავშირებით, ბევრი შევისწავლე. სადოქტოროც,სწორედ ინდოეთში დავიცავი, მაგისტრატურა კი, ნეპალში.

მაგრამ მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადე და 2 მეტრიანი დისტანიაა. ამ დროს, ვირუსის გადაცემის შანსი, თითქმის ნულამდეა დაყვანილი. დახურულ სივრცეში, ხშირად უნდა მოხდეს განიავება. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებლები, ბავშვები არიან.

ბავშვებს, ძირითადად უსიმპტომოდ გადააქვთ. ბევრ პაციენტშიც, ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ვირუსი, რისთვისაც ყველაზე მნივნელოვანია, დისტანცია. ვფიქრობ, რომ ვაქცინა, საქართველოში, ახლო მომავალში არ ჩამოვა.

დაახლოვებით, როდის უნდა ველოდოთ?

ჯერჯერობით, ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, არავინ იცის. მართალია, ბევრმა „ანტივაქცინატორი“ მიწოდა, მაგრამ ეს იგივეა, რომის პაპს უთხრან, კათოლიკი არ ხარო. მინდა გითხრათ, რომ ტექნიკური ბორდის წევრი ვარ, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება, რამდენიმე ხნის წინ, ახალი ვაქცინა შევქმენით დაა აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, ახალი ვაქცინის დამტკიცების პროცესი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, მსოფლიოს 7 ქვეყანაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი შექმნილი ვაქცინები, ოფიციალურად იქნას დარეგისტრირებული. ესენია ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვეები. ჩემი რჩევაა, საქართველო დაელოდოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ამ ქვეყნებში, როგორც ბიზნეს, ასევე პოლიტიკური ლობიზმია, შეესაბამისად, ზოგჯერ ბიზნესში და ფარმაკომპანიებში, ეს იმდენად დიდია, პოლიტიკოსები, ვეღარ უძლებენ ამ წნეხს და ამიტომ ნაადრევ გადაწყვეტილებებს იღებენ.

თქვენი პოზიცია, ვაქცინასთან დაკავშირებით…

ვაქცინასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია, ძალიან მარტივია – ჩვენ უნდა დაველოდოთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.

სანამ ეს ინფორმაცია, ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან არ გაჟღერდება, პირადად მე, თავს შევიკავებ, ნებისმიერი ვაქცინის მოხმარებაზე. მაგალითად, გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შექმნა ვაქცინა, მაგარამ კანონში შეიტანა ცვლილება:

თუ ამ ვაქცინის გამოყენების შედეგად, ვინმე დაშავდება, ფაიზერი, ლეგალურად დასჯილი, არ იქნება. ასევე, თუ ამ ვაქცინის გამოყენება გამოიწვევს ადამიანის გარდაცვალებას, მთავრობაც კი რომ შეიცვალოს, არ იქნება პასუხისმგებელი.

გამოდის, რომ თავს იზღვევენ…

რა თქმა უნდა, თუ კარგი ვაქცინაა, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება? არაერთი კვლევა მაქვს ჩატარებული საერთაშორისო დონეზე. რაც მთავარია, ფარმაკომპანიებმა, დღემდე არ გაიზიარეს ინფორმაცია, თავიანთი შიდა კვლევების შესახებ, ანუ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ. რომ ვთქვა, ეს ვაქცინა კარგია, თუ ცუდი, უნდა მქოდეს წვდომა, დავინახო ყველა მონაცემი.

ამ კომპანიებს, მონაცემთა ბაზასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, არანაირი წვდომა არ აქვს. არანაირი ინფორმაცია, არ მოგვაწოდეს. მიზეზი, რა არის, თავად გამოტანეთ აზრი. სულ ვიმეორებ – „მელამ თავის კუდი, მოწმედ მოიყვანა“. ამ კომპანიების საქციელი, უფრო მეტ პროლემებს ქმნის ხალხში, იგივე, ბრიტანეთშიც.

თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ არ ასაჯაროვებენ, რატომ არ შეაქვთ ინფორმაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, დამოუკიდებლები არიან.

მეც ერთ-ერთი კომიტეტის წევრი ვარ და ვიცი რაც ხდება, ვერც ერთ ფარმაკომპანიის და ვერც ერთი ქვეყნის ინტერესებს ვერ გაატარებთ, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტები არიან.

ფაქტია, რომ 7 ქვეყნიდან (თურქეთი ამბობს, რომ ჩინურ ვაქცინას იყენებს), არც ერთმა არ აჩვენა, ვაქცინის რეალური შედეგი და ეს არის ძალიან საშიში.

ყველაზე მეტად, გავიცდი, ვაქცინის გამოყენების დროს, რამე შეცდომა რომ მოხდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და ერთი ასასწორი ნაბიჯიც რომ გადავდგათ, 10 წლით უკან დაგვწევს, რადგან საზოგადოება, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, იმ მიმდინარე ვაქცინებზეც უარს განაცხადებს.

საქართველოში ვაქცინაციაზე, ბევრი აცხადებს უარს…

ერთი ვაქცინის ჩავარდნა, მთელი ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნას ნიშნავს. ძალიან ფრთხილი ვარ და ვფიქრობ, რომ მედიცინაში, ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი.

სიახლეები, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ყველას, მოყვება რისკი და ამის შეფასება უნდა მოხდეს. მთელი მსოფლიო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კრიზისშია, ვერც ერთი ჯანდაცვის მინისტრი ვერ გადაიტანს ამ კრიზისს.

დამერწმუნეთ, მომავალ წელს, მსოფლიოში, თითქმის ყველა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი შეიცვლება. როგორი კარგიც არ უნდა იყოს, მაინც შეეწირება ამ პანდემიას, რადგან ქვეყნის მასშტაბით, ვერც ერთმა შეძლო მართვა. შესაბამისად, პოლიტიკური, ძალიან დიდი წნეხია.

ქვეყნები, რომლებმაც ვაქცინა შექმნეს, ამბობენ, რომ 100%-იანი შედეგი აქვს…

მედიცინაში, 100% შედეგი, არც ერთ დაავადებაზე არ არსებობს. შეიძლება იყოს 90-85 %, მაგრამ 100, შეუძლებელია. დიაგნოსტიკური ტესტიც რომ ავიღოთ, იქაც კი უამავი შეცდომაა.

რას უნდა ველოდოთ?

თავს უნდა გავუფთხილდეთ. რეინფიცირება, უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ფიქსირდება. ოქტომბერში „ლანცეტმა“ გამოაქვეყნა, რომ რეინფიცირება არსებობს, მაგრამ არ არის გავრცელებული.

მეორე ტალღის დროს, ჩვენ უფრო დავინახავთ, რადგან პირველი ტალღის დროს, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს გადაიტანა, მეორე ტალღის დროს გამოჩნდება. საქართველოში რეინფიცირება იქნება აპრილში, რადგან ამ დროს, მესამე ტალღაა უკვე მოსალოდნელი.

ამბობთ, პოლიტიკაში არ ერევით, საინტერესოა, რა გახდა საქართველოს მთავრობის მიმართ, თქვენი დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი?

მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არც მთავრობის წარმომადგენელი და არც რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ვარ. თუ მთავრობის რომელიმე წევრი, რამეს მეკითხება, ისევე ვცემ პასუხებს, როგორც თქვენ.

აქ არ არის საუბარი, რაიმე განსაკუთრებულზე, ყველასთან ღია, გამჭირვალე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული საუბარი მაქვს. როცა მეკითხებიან, თუ რა უნდა გაკეთდეს, ჩემი პასუხი, ყოველთვის მარტივად მისახვედრია.

რას მოუწოდებთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს…

ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ის რაც დღეს ხდება, არ მიმაჩნია სწორად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნაწილობრივ ჩაკეტვებმა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აჩვენა, რომ არ იმუშავა. ან კეტავ ქვეყანას, ან არა.

წერტილოვანი ჩაკეტვა, მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა გყავს კლასტერები, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. ერთადერთი გამოსავალია, ქვეყნის მთლიანი ჩაკეტვა. სამი კვირის შემდეგ კი, უკვე გამოჩნდება შედეგი.

მხოლოდ, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს, წერტილოვანი გახსნები. რაც ამ ეტაპზე კეთდება, ეს ნახევრად გაკეთებული საქმეა. ქვეყანაში, პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხია და ამიტომ ამ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ჩემი მოსაზრებით, ამ პანდემიის დროს, მმართველი გუნდის შეცვლა, არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ძირითადად, მენეჯმენტზე მაქვს საუბარი, რადგან ახალი გუნდის მოსვლა, დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

სისტემის გადაწყობა მოუწევს, რაც არასწორად მიმაჩნია. „შუა ომში“ ვართ, რა დროსაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში ცვლი გენერალს, თუ მოგიკლეს. ამოტომ ვინც გყავს, იმათ მიიყვანონ საქმე ბოლომდე და მაისში, ან ივნისში, როცა სავარაუდოდ, ეპიდემიის ტალღა დასრულდება, მაშინ შეიძლება დაჯდეს მთავრობა, ყველაფერი კარგად გააანალოზოს და გადაწყვეტილებაც მიიღოს.

ამ ეტაპზე, ძირითადად რჩვებზე და რეკომენდაციების გაცემაზე უნდა იყვნენ დაფუძნებული. ჩემი აზრით, ახლა ლანძღვის და ნეგატიური კომენტარების დრო არ არის, რა თქმა უნდა, თუ დიდ შეცდომასთან არ გვექნება საქმე. არ უნდა თქვა, ისეთი რამ, რაც საზოგადოებითვის დამაზიანებელი იყოს.

ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი კოლეგები, ძირითადად, პოლიტიკურად ორიენტირებულები არიან და კომენტარები, არა ჯანდაცვის, არამედ პოლიტიკური კუთხით არის ორიენტირებული, რაც ჩვენ გვაზიანებს.

მარტამდე, შევეცადოთ როგორმე თავი გავიტანოთ. დასრულდეს ეს ტალღაც და ამის მერე ვეძებოთ დამნაშავეები. ახლა არ არის სწორი, ამ თემაზე საუბარი. დააგროვონ ინფორმაციები, მაის-ივნისში განიხილონ და ამის შემდეგ, უნდა დაიჭირონ და უნდა „დახვრიტონ“.

ამ ეტაპზე, ეპიდემიას უნდა ვებრძოლოთ და არა ერთმანეთს. ეს არის მთავარი და რაც შეეხება, ამ მთავრობის მომხრე ვარ თუ არა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ თუ შეცდომას დავინახავ, ვერ ვმალავ და ღიად ვაფიქსირებ, მაგრამ კომენტარები და მოსაზრებები, მტიკებულებაზე დაფუძნებული და ექსპერტული უნდა იყოს.

მე რომ იმულოგიის, ან ნეიროქირურგიის სკითხებზე რამე მკითხოთ, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, ბოდიში, მაგრამ მე ამაში არ ვარ ექსპერტი-მეთქი. შესაბამისად, იმუნოლოგებმა და ნეიროქირურგებმა, თავის მიმართულებას უნდა მიხედონ და ჩემი მიმართულებით, კომენტარები არ უნდა გააკეთონ, რადგან ყველას, თავის კომპეტენცია აქვს.

ფაქტია, რომ საქრთველოში, ყველა ყველაფერის ექსპერტია, რაც ბევრ რამეს აზიანებს. სამედიცინო პროტოკოლებზე, ტელევიზიით აკეთებენ განცხადებებს. რატომ უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რა არის რემდისივირი, მაგრამ გამოაქვთ – ორივე მხარე, პოლიტიკურად, უდიდეს შეცდომებს უშვებს. ეს, მხოლოდ ექიმებმა უნდა იცოდნენ.

როცა ამ მედიკამენტის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძინა, ზოგმა ჩინეთიდანაც კი გამოიწერა…

ამის შესახებ, ნამდვილად არ გამიგია, მაგრამ მთავარია, შეცდომებზე ვისწავლოთ, კრიტიკულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არის ამის დრო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ახლა, შუა „ომში“ ვართ და ამ დროს, გენერალმა, შეცდომაც რომ დაუშვას, უნდა ვაპატიოთ და ვაცადოთ.

ახლა კურსის შეცვლა, უდიდესი ზიანი იქნება ქვეყნისთვის. დამავრდეს ეს ტალღა და მერე მოვკითხოთ პასუხი, დეტალურად, თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე. შუა ეპიდემიაში, თუ დავძაბავთ სიტუაციას, და გადაწყვეტილების მიღებას გეგმავ, მაგრამ თან გეშინია, პოლიტიკურად ეს ნაბიჯი სწორია, თუ არა, ჩვენ უფრო დიდ ზიანს გვაყენებენ.

პოლიტიკრად ანგაჟირებული ექსპერტები, სამწუხაროდ, ეპიდემიასთან ბრძოლაში, საზოგადოებას, უფრო დიდ ზიანს აყენებენ, ვიდრე პოლიტიკოსები. თუ რამის გარკვევა უნდათ, დაურეკონ ერთმანეთს და ისაუბრონ. კლინიკური პროტოკოლები, რატომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ? ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ საზოგადოების ნაწილს, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდით 24 წლის ახლგაზრდა გარდაიცვალა, პრობლემა დიაბეტი და ჭარბწონიანობა იყო…

ეს არასწორ მიდგომაა, ადამიანი გარდაიცვალა, იმიტომ რომ კოვიდ 19 დაემართა. კოვიდი რომ არ დამართნოდა, რატომ გარდაიცვლებოდა. ქვეყანაში, ძალიან დიდი ნაკლებობა გვაქვს სამედიცინო განათლებაში.

განსაკუთრებით გვაქვს გამოწვევა, უწყვეტი სამედიცინო განათლებაში, რაც ნიშნავს, რომ ექიმმა, პირდაპირ ეთერში, ყველაფრზე არ უნდა ისაუბროს. თუ ვინმე გარდაიცვალა, ფაქტია, რომ კოვიდი იყო მიზეზი და შესაბამისად, ყველას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კოვიდი, ძირითადად იმ ორგანოებს აზიანებს, რაც დაზიანებული აქვს ადამიანს. იმუნურ სისტემაში ეძებს შეცდომებს. შესაბამისად, ყველა ადამიანი, ვინც კოვიდით გარდაიცვალა, ყველას თანმხლები დაავადება ჰქონდა.

რაც შეეხება ციფრებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გვაქვს, მე აპრილიდან ვაკვირდები და არ ვეთანხმები ამ სტატისტიკას.

და რა მიზეზით?

ჩვეულებრივი, მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ ვაკეთებთ კვეთას და ამიტომ დანამდვილებით არ ვიცით, რა მიზეზით გარდაიცვალა. ეს სისტემა საქართველოში არ არსებობს, რაც, ძალიან ცუდია ჩვენთვის, რადგან რეალურად არ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

შეიძლება, გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანს, კოვიდი ჰქონდა, ან პირიქით. შესაბამისად, ქვეყანაში, ბევრი რამე გვაქვს დასარეგულირებელი. ამ მდგომარეობას, ზოგი მინისტრს აბრალებეს, ზოგი ექიმს.

იცით რას გეტყვით, ის ადამიანები, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემას მართავდა, ყველანი პასუხისმგებლები არიან.

დღეს, სწორედ ეს ხალხი გამოდიან და გაურკვეველ კომენტარებს აკეთებენ. მე არ ვეთანხმები, რადგან მათ, 20 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები გაეტარებინათ.

ეს ხალხი, გვერდზე უნდა გადაიწიოს და კარგი იქნება, თუ სხვა მიმართულებით წავლენ. რადგან ფაქტია, რომ ჩვენ მივიღეთ ის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს – ფაქტიურად განაგურებული.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/nepalel-qals-ver-movikvandi-dedachemi-meubneboda-qartveli-unda-sheirtoo-vin-aris-qali-romlis-qandakebebits-giorgi-fkhakadzis-sakhlshi-idga/



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები