კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საქართველო არის ის ადგილი,- ასობით სხვადასხვა ერი, ათობით სხვადასხვა ენა და სხვადასხვა...

„საქართველო არის ის ადგილი,- ასობით სხვადასხვა ერი, ათობით სხვადასხვა ენა და სხვადასხვა რელიგიაა…

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გადაცემა “ჩარჩოს მიღმა” – მამა პეტრე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


თემა: ლიბერალიზმსა და ფსევდოლიბერალიზმი.

ლიბერალიზმი თავის თავში დადებით და პოზიტიურ როლს ასრულებს კაცობრიობის წინაშე.


„ჩვენი ქვეყნის ლიბერალიზმის მამამ ილია ჭავჭავაძე არის მიჩნეული, რომელიც არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესით ქადაგებდა ჰუმანიზმს, სიკეთეს, კეთილშობილებას. თუმცა ამ ტერმინის ქვეშ ხშირად ისეთი ადამიანები იკრიბებიან, რომელთა შეხედულება და მიდგომები სამუდამოდ ასამარებს ლიბერალიზმის არსს.


ფსევდოლიბერალობა და ფანატიზმი ერთი და იგივეა სხვადასხვა სახელით. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, მუდმივად ყველაფერზე ღლიცინი, სარკაზმი, ცინიზმი, მხოლოდ საკუთარი შეხედულების ჭეშმარიტებად გამოცხადება და უამრავი მანკიერება ის თვისებებია, რაც ახასიათებთ ფსევდოლიბერალიზმის ქვეშ მოქცეულ სინამდვილეში აგრესორ და ფანატიკოს ადამიანებს…“


ისინი ძირს უთხრიან მათთვის მიუღებელ შეხედულებას, რაც არ უნდა მართალი იყოს.. ეს კი არანაკლებ საშიშია, ვიდრე რადიკალური ფრთა…


-საღამოს მშვიდობის, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებისათვის, ვისაც შენი სიტყვა „შია“ და „წყურია“.


-დიდი მადლობა ასეთი შესავალისათვის.


რთულია, საერთოდ ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა, რომელიც არ არის დამოკიდებული ვითომ ლიბერალიზმზე ან ვითომ კონსერვატიზზმზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და დღევანდელ გადაცემაში, ჩვენ რაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ლიბერალიზმი არის რთული საკითხი. ერთის მხრივ, ვითომ, ჩვენთვის გასაგები უნდა იყოს, ბოლო 20-30 წელი აქეთეკენ მოვდიოდით და თურმე, სად ამოვყავით თავი.


-ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და მადლობა, რომ შენგან წამოვიდა იდეა, ყველა საინტერესო თემაზე როცა ვსაუბრობთ, გეკითხებით, – რომელი საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში, რომელიც უნდა განვიხილოთ ხალხთან ერთად.


ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სოციალური ფონი იყო წლების მანძილზე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2000 წლიდან, თითქოს ფორმაცია სხვა მიმართულებით წავიდა, შეიცვალა აზროვნებაც, მენტალობაც, მაგრამ მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით.


რატომ აღმოვჩნდით მეოე უკიდურესობაში?


ისეთმა ადამიანებმა მოირგეს ლიბერალიზმის სახელი და ამ ტერმინის ქვეშ ისეთი ადამიანები გაერთიანდნენ, რომლებსაც ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდათ ფანატიკოსებთან.


-პირველ რიგში, ალბათ, უნდა დავუბრუნდეთ, საიდან მოვდივართ. საქართველო არის ძალიან ლიბერალური ქვეყანა, ჩვენი ფესვები, საიდანაც მოვდივართ, – იბერია და კოლხეთი, ჩვენ ვართ ლიბერალიზმის აკვანიც კი, იმიტომ, რომ, ის, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, საუკუნეებია, ჩვენ ვიყავით ძალიან მომთმენი, სულ ყოველთვის გვიყვარდა და გვიყვარს სხვა ხალხი. ეს არის შედეგი, ახლა ლაპარაკი ერთია და მეორე, გადახედე, გვერდზე რა ხდება, ჩვენს გვერდით არის პრაქტიკულად ორი სხვა პატარა ქვეყანა, იგივე სომხეთი, აზერბაიჯანი და არის საქართველო. ამ სამ ქვეყანას შორის არის ერთი განსხვავება. სომხეთში ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანში უმრავლესობა აზერბაიჯანელია, ძალიან ცოტა არის სხვა ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ საქართველო არის ზუსტად ის ადგილი, სადაც არის მულტი-ეთნიკური, მულტი-რელიგიური და მულტი-სხვადასხვა ხალხი, ისეთი ხალხი, რომელიც, შეიძლება სხვა ქვეყანაში ვერც კი ნახო. ასობით სხვადასხვა ერი, ათობით სხვადასხვა ენა და სხვადასხვა რელიგია თავმოყრილი ერთ პატარა, თოთო, მიწაზე, მართლაც ძალიან პატარა ადგილია დედამიწაზე, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს ერთად, 1-2 წელიწადი კი არა, საუკუნეებია.. აი, ეს აჩვენებს, რომ, ჩვენთან, შიგნით, ჩვენს გენში ზის მიმღებლობა და ზის ლიბერალიზმი, რომ მოუსმინო სხვას, პატივი სცე სხვას, სხვისი მიიღო და შენი შეინარჩუნო.


ახლა რაც ხდება საქართელოში, ჩემთვის ზოგჯერ ნამდვილად გაუგებარია, პორალიზაცია, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში, არის ძალიან მავნე, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით, ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ადამიანები სხვანაირად ლაპარაკობენ, სხვანაირად გამოიყურებიან, სხვანაირი მოსაზრებები აქვთ და ეს პორალიზაცია მძიმდება. რომ იძახიან, ეს სიღარიბის ბრალია, – ეს არ არის სიღარიბის ბრალი.


კი, გიორგი სიღარიბის ბრალია, ოღონდ გონებრივი სიღარიბის ბრალი.


ნახეთ ვრცლად – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=448919599582563



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები