სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა არის H3N8 ფრინველის გრიპი, რომლის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა?

რა არის H3N8 ფრინველის გრიპი, რომლის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა?

30/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:
„ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის, მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამით ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.


რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, სავარაუდოთ, ის დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო (河南省发现一例人感染H3N8禽流感病例).


ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

რა ვქნათ?


ამჟამად ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის, მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.

ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში:
ხველა,
Ცხელება,
Ყელის ტკივილი,
Კუნთების ტკივილი,
თავის ტკივილი,
Ჰაერის უკმარისობა,
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.

ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.


საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაშიშევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით

ჯანმრთელობას გისურვებთ…“

ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში, ჰენანში, დაფიქსირდა ფრინველის გრიპის H3N8 შტამის ინფიცირების შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ხალხში მისი გავრცელების რისკი დაბალია, ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, H3N8 გავრცელებულია ცხენებსა და ძაღლებში და ის სელაპებშიც კი არის ნაპოვნი. ადამიანთა შემთხვევები ამ დრომდე არ არის ნაპოვნი მსოფლიოს სხვაგან. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ვარიანტი ნაპოვნი იქნა ოთხი წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება და სხვა სიმპტომები.
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

(ჯერ ეს წაიკითხეთ და უაზრო კომენტარების წერა მერე დაიწყეთ) http://www.nhc.gov.cn/…/8dbeadf0efed45b0b2ea22928523e28…
https://www.forbes.com/…/first-human-case-of-h3n8…/amp/
https://www.lemonde.fr/…/un-premier-cas-humain-de…
https://www.ladepeche.fr/…/grippe-aviaire-h3n8-un…
https://www.reuters.com/…/china-reports-first-human…/
https://www.euronews.com/…/first-human-case-of-h3n8…
https://amp.theguardian.com/…/first-human-case-h3n8…
https://nypost.com/…/colorado-inmate-has-first…/
https://www.webmd.com/…/first-human-case-h3n8-bird-flu…
https://www.foxnews.com/…/china-first-human-infection…
https://www.livescience.com/first-human-case-h3n8-bird-flu
https://www.dailymail.co.uk/…/Not-bird-flu-China…
https://www.indiatoday.in/…/what-is-h3n8-bird-flu-whose…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები