შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ჩინურით აცრას აიძულებენ?! ერთი, ორი, სამი დოზა ექნებათ გასაკეთებელი და მაინც დაავადდებიან,...

„ჩინურით აცრას აიძულებენ?! ერთი, ორი, სამი დოზა ექნებათ გასაკეთებელი და მაინც დაავადდებიან, რადგან…“

11/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„კიდევ ერთხელ, – რეალობაა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. მაგალითად, ამ კვირას ბათუმში ფეხბურთის სტადიონი ხალხით რომ იყო გადაჭედილი, ეს იყო კაგასტროფა. ამის ორგანიზატორების თავში ჩამახედა. პირდაპირ ვამბობ, ესენი არიან ქვეყნის მტრები, ვინც მიტინგებს აწყობს, ვინც სტადიონებს ავსებს. თუ ასეთ რამეებს აკეთებთ, რატომ გაქვთ 9 საათზე კომენდანტის საათი?! ლოგიკას ვერ ვხედავ!

ევროპა დაკეტილია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ვაქცინაცია მიდის. საქართველოში კი ყველაფერი ღიაა და არც ვაქცინაციაა. ის რამდენიმე ათასი ვაქცინირებული არაფერს ნიშნავს. ეს პოლიტიკური ტრიუკია. იცით, როგორ მეცოდებიან სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ამ ჩინურით აცრას აიძულებენ?! ერთი, ორი, სამი დოზა ექნებათ გასაკეთებელი და მაინც დაავადდებიან, რადგან ეს ვაქცინა არ იცავს. არ არის კვლევები. როგორ გითხრათ, კარგია-თქო?!

დაბოლოს, რატომ ვლაპარაკობ და რატომ ვცდილობ ამდენს?! ერთი სიცოცხლე მაინც თუ გადავარჩინე ამდენი ლაივების შემდეგ, იმედია, ჩამეთვლება კეთილ საქმედ, როცა თავის დროზე ღმერთთან წარვდგები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, – მაისის ბოლოს ეს ტალღა ჩაცხრება და კარგი ზაფხული გვექნება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა იქნება. მოვემზადოთ. მე თქვენ გაძლევთ სწორ ინფორმაციას. ვიყოთ შეიარაღებული. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და ერთმანეთს. ყველოაფერი იქნება კარგად!

გისურვებთ ჯანმრთელობას!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები