პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირელიგია13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული.

სახარების მიხედვით, საქართველოში შემოსვლამდე, ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.

მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

დღეს მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეცაა. ის 442-502 წწ-ში მოღვაწეობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ეფექტები - იცოდით, რომ საკმეველს, სასიამოვნო სუნის ფრქვევის გარდა, განკურნება შეეძლო?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები