შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს - „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი...

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაბიზნესს მიმართავს – „სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა:

„დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში მყარი ეჭვებისა და არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, დღეს კონკურენციის სააგენტომ თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე გაასაჯაროვა შედეგები, რომელიც ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ვერაგული მეთოდების გამოყენებას, თან ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ – ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.

ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 3-4-ჯერ გაიზარდა, რის საფუძველზეც ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში რჩებოდნენ. რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება პრინციპული და მკაცრი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

READ  „ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები