სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიჭიათურა- ქალაქი საქართველოში - მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია

ჭიათურა- ქალაქი საქართველოში – მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია

ჭიათურა- ქალაქი საქართველოში. მდებარეობს  ჭიათურის  პლატოსა და  მდინარე  ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

მოსახლეობა-39,884

ტერიტორიის მთლიანი ფართობი-542,5 კვ.მ2.

მანძილი რეგიონის ცენტრამდე ( ქუთაისი-72კმ)  მანძილი თბილისამდე-176 კმ.

ქალაქ  ჭიათურის  მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში  და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში, ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული.  ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს. არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული. ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა  გამოქვაბულში დღესაც გრძელდება.

ჭიათურის რაიონში მრავალი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია,რაც ადასტურებს, რომ ამ მხარის მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნაში. ძეგლთა შორის  რამდენიმე უნიკალურია. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კაცხის სვეტი-მდინარე კაცხურას პირას აღმართულია ქვის გიგანტური,40 მეტრამდე სიმაღლის სვეტი, სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე  ზომის ეკლესია,რომელიც მკვლევართა აზრით მესვეტეობას  უკავშირდება.

ჭიათურის აღმოსავლეთით კლდეშია გამოკვეთილი მე-13 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი –მღვიმევის დედათა მონასტერი,რომელიც 35 მეტრამდეა კლდეში შეჭრილი.რკლესიის კედელზე არსებული წარწერით დასტურდება,რომ მისი აღმშენებელია რაჭის ერისთავი რატი კახაბერიძე.

 კაცხის ტაძარი-მეათე საუკუნის ექვს ფასადიანი ეკლესია.მდებარეობს ჭიათურის დასავლეთით დაახლოებით 8კმ. მანძილზე. აგებულია ბაგრატ მე- 3 -ის ხანაში და უძველეს დროიდან წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ბაღვაშთა საგვარეულო ტაძარს და საძვალეს.

სალ კლდეშია გამოკვეთილი  სვერის ციხე ბუნებრივი აივნითა და ქვითკირის მოაჯირით დამშვენებული. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით  სვერის ციხე მერვე საუკუნეშია აგებული.  შუა საუკუნეებს განეკუთვნება სოფელ ბჟინევში შემონახული დიდველის ციხე და ეკლესია, აგრეთვე ზედუბნის ციხე.  მე11 საუკუნისაა დარკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია,მე 11-მე-12 საუკუნეებს განეკუთვნება რგანის ეკლესია,მე 13-საუკუნეს-პერევისის ეკლესია და სხვა. ჭიათურის მიდამოებში, მდინარე ჯრუჭულის  ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები ჩვენს ერამდე რამდენიმე ათასწლეულის წინანდელ პერიოდს განეკუთვნება. ჭიათურასთან  ახლოს, სოფელ ნავარძეთის  ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რკინის სადნობი უძველესი ღუმელის ნაშთი რკინისა და წიდის ნატეხებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები უმაღლესი ხარისხის ლითონის მისაღებად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ მანგანუმის შენადნობს.სოფელ სვერის ტერიტორიაზე მდებარეობს-კოტიას მღვიმე.2004 წელს აღმოჩნდა პალეოლითელი ხანის ადამიანის სამარხი,რომლის ასაკი 11500 წელია.

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. მანგანუმის საბადო ჭიათურაში   პირველად გერმანელმა გეოლოგმა ,აკადემიკოსმა ჰერმან  აბიხმა აღმოაჩინა 1846 წელს და მაღალი შეფასება მისცა მას. მანგანუმის მადნის  მოპოვება  და მისი სამრეწველო დამუშავება მოგვიანებით,1879 წლიდან  დაიწყო  და  იგი   ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც ევროპას გააცნო ქართული „შავი ოქრო“ და პირველი პარტია ქართული მანგანუმისა 51000 ფუთის ოდენობით მისი სახელით გავიდა ევროპის ბაზარზე. მალე მთელ მსოფლიოს მოეფინა „შავი ოქროთი“ მდიდარი ამ კუთხის სახელი.

ქალაქსაც  საფუძველი  1879 წელს ჩაეყარა.1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია.

ჭიათურა ბაგირგზების ქალაქია.  ქალაქის მთიანი რელიეფური პირობების გამო აქ ბაგირგზები ერთ-ერთი მოხერხებული ტრანსპორტია,რის გამოც ჭიათურას „საჰაერო ვენეციას“ უწოდებენ. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო ინჟინერი  გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის,ლატვიის და  სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები.

1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს.

ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს.

1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი.
ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები – სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან.

ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია „იმერვიზია“.

ჭიათურის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია რესპუბლიკაში. ქალაქს აქვს კულტურის ცენტრი. ჭიათურისა  წარსული წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ქალაქში მუშაობენ სამუსიკო სკოლები და ქორეოგრაფიული სტუდიები.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები