შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო

ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო

ლეღვთახევის ჩანჩქერი მდებარეობს თბილისის ძველი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ უბანში, აბანოთუბანში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.

გოგა ჩანადირის ფოტო

ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო.

ჩანჩქერებმა და ხეობებმა სახელი მიიღეს ლეღვის ხეებიდან, რომლებიც უხვად იზრდებოდა ამ ადგილებში. იგი პირველად მოხსენიებულია 1429 წლით დათარიღებულ წყაროებში.

XIX საუკუნეში ლეღვთახევში გაშენდა ბოტანიკური ბაღი, ხოლო 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის სრული რეაბილიტაცია.

გოგა ჩანადირის ფოტო
გოგა ჩანადირის ფოტო

წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს. ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან – სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

READ  ნუკას საყდარი - ისტორიულ კლარჯეთში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები