შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიშიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დღეისათვის უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
შიდსის მსოფლიო დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“, (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას.
READ  „ჩვენი ისტორია გადარჩენილი სიცოცხლით იწერება...“ - მედცენტრი ულოცავს ჩვენს პაციენტებს, კოლეგებსა და თანამოქალაქეებს შობა-ახალ წელს!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები