ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაშე­­­­სა­­­ძ­­­­ლე­­­ბელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გა­­­მო­ვ­­­ლენა, რო­­გორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომა­ტო­­ზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც...

შე­­­­სა­­­ძ­­­­ლე­­­ბელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გა­­­მო­ვ­­­ლენა, რო­­გორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომა­ტო­­ზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მი­ახ­­ლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყვე­ლა არეს

გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუ­შ­ტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძ­ლია აღ­მო­­აჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუც­­ლის ღრუს ულ­ტრა­ბგერითი გამოკვლევის მეშ­­ვე­ობით შე­იძ­ლება სა­­ნა­ღ­­ვლე სადინარის დახ­­შო­ბით გა­მოწ­ვე­ული სიყ­ვით­ლე (კა­ნისა და თვა­ლის თე­თ­რი ნა­წი­ლის მოყ­ვი­თა­ლოდ შე­ფერვა) გან­­ვა­­ს­­ხვა­ოთ ღვიძ­ლის უჯრედების ფუნქციური უკ­მა­რისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სა­ხელ­დობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადი­ნარების გაფართო­ებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუ­თ­რებით კარის ვენისა, რომელიც ნაწ­ლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზო­მის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანო­ებთან.
რადიონუკლიდური (რადიოიზოტოპური) ვი­ზუ­­ა­ლი­ზაციისთვის გამოიყენება რადიოაქტი­უ­რი ინ­­­დი­­­კა­­ტორის შემცველი ნივთიერება, რომელიც სხე­ულ­­ში ინ­­ტრა­ვენურად შეყვანის შემდეგ გროვდება რო­მე­­­ლი­მე ერთ ორ­განოში. რადიოაქტიურობას აფიქ­სი­­რებს მუც­ლის ზედა ნაწილზე მოთავსებული და კომ­­პი­­უტერთან დაკავშირებუ­ლი გამა-კამერა, რომელიც გამოსახულებას იძ­ლევა. ღვიძლის სკანირებისას გამოიყენება რა­დი­­ო­აქ­ტიური ნივთიერება, რომელიც ღვიძლის უჯ­­რე­დებ­ში გროვდება. ქოლესცინტიგრაფია (ჰე­­პა­­­ტო­ბი­ლი­არული სცინტიგრაფია ან სკანი­რე­­ბა), რა­დიო­ნუკ­ლიდური ვიზუ­ალი­ზა­ციის ერთ-ერთი სახე, აფიქსირებს რა­დი­ო­აქ­ტი­ური ნივ­­თი­ერების მოძ­რა­ობას მი­სი ღვიძ­ლიდან გა­მო­ყო­­ფი­სას, ნა­ღვლის ბუშტის, შემდეგ კი სანაღვლე სა­დი­ნა­რე­ბის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში გა­და­ად­გი­ლე­ბისას. ამ მეთოდით შეიძლება ნაღ­ვლის სადინარის (აერთიანებს მთავარ ნაღვლის სადინარს ნაღ­ვლის ბუშტთან) დახშობის აღმოჩენა. ასე­თი დახ­შობა ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების და­მა­დას­ტუ­რებელია.
კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველ­ყოფს ღვიძლის საუკეთესო ხარისხის გამოსახუ­ლებების მიღებას. ის გამოიყენება ღვიძლის სიმსივნეების, ჩირქგროვების (აბსცესები), აგრეთვე დიფუზური დარღვევების, როგორიცაა მაგა­ლი­თად, გაცხიმოვნებული ღვიძლი, დიაგნოსტი­კის­თვის.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შე­­­­სა­­­ძ­­­­ლე­­­ბელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გა­­­მო­ვ­­­ლენა, რო­­გორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომა­ტო­­ზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მი­ახ­­ლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყვე­ლა არეს. კვლევის ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სისხლის მიმოქცევის შესწავლას და, შე­სა­ბა­მისად, სისხლძარღვების დაავადების დი­აგ­ნო­სტი­კას. მისი გამოყენება აგრეთვე უზრუნველყოფს სანაღვლე სადინარებისა და ახლომდებარე სტრუ­ქტურების გამოსახულებების მიღებას იმ მეთოდის გამოყენებით, რომელსაც მაგნიტურ­რეზონანსული ქოლანგიოპანკრე­ა­ტოგრაფია ეწოდება. მიღებული გამოსახულებები ისევე ხა­რის­ხი­­ანია, რო­გორც კვლევის ინვაზიური მე­თო­დე­­ბის მე­შ­­­­ვე­ობით მიღებული გამოსახულებები. კომ­­პი­­უ­­­ტე­­­რუ­ლი ტომოგრაფიისგან განსხვავებით, მაგ­­­ნი­ტურ-რე­ზონანსული გამოკვლევისას არ გა­­მო­­­იყე­ნება რენ­ტგენის სხივები. ამავე დროს, ის კომ­­პი­­უ­ტე­­რულ ტო­მოგ­რა­ფიაზე უფრო ძვირი პრო­­­­ცე­­­­დუ­­რაა და მეტ დროს საჭიროებს.
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქო­ლან­გი­­ო­­პან­კრე­ატოგრაფია გულისხმობს ენდოს­კო­­­პის (დრეკადი დასათვალიერებელი მი­ლი) პი­­რის, საყ­­ლა­პავისა და კუჭის გავლით თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­­ლავ­ში შეყ­ვანას. ამის შემდეგ ენ­დო­ს­კოპის მეშ­ვეობით ბილიარულ ტრაქტში შეჰ­ყავთ წვრი­ლი მილი, რომლითაც რადიოკონტრას­ტუ­ლი ნივ­თი­ერება შეიყვანება სანაღვლე გზებში, რაც სა­ნაღ­ვლე ტრაქტისა და პანკრეასის სა­დი­­ნარის რენტგენის სხივებით გამოკვლევის შე­საძ­­ლებ­ლობას იძლევა. იგივე მეთოდი ზოგ­ჯერ გამოიყე­ნება ბილიარული ტრაქტის სტრუ­ქ­ტუ­რების უბრალო მიმოხილვითი გამოსა­ხუ­­ლე­ბის მისაღებად. მიუხედავად ამისა, უპი­­რა­ტე­სობა ენიჭება მაგნიტურ-რეზონანსულ ქო­ლან­გიო­­პა­ნ­­კრეატოგრაფი­ას, ვინაიდან ის უფრო მეტად ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. სხვა სადიაგნოზო ტეს­ტე­ბისგან განსხვავებით, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლან­გი­­­ო­­პან­კრე­ატოგრაფია ბიოფსიის, აგრეთვე, მკურ­­ნალობის ზოგიერთი სახის ჩატარების შე­სა­ძ­ლებლობას აძლევს ექიმებს. ასე მაგალითად, ეს მეთოდი გამოიყენება ნაღვლის სადინარში არსებული კენჭის ამოსაღებად ან მილის (სტენტი) საშუალებით სიმსივნით დახშული სანაღვლე სა­დინარის გამავლობის აღსადგენად. ენდოსკოპიური რეტ­რო­გ­რადული ქო­ლა­ნგიო­პან­კრე­ა­ტო­გრა­ფიის გა­მო­ყენებისას შე­მ­თხვევების დაახლო­ებით 1%-ში გართულებები ვი­თარდება – პანკრე­ასის ან­თება (პანკრეატიტი) ან სისხლდენა. მკურ­ნა­­ლო­ბის ჩა­­ტა­რებისას ეს გარ­თულებები უფ­რო ხში­­რად არის მოსალოდნელი.
პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქო­ლან­გი­­­ოგ­რა­ფია გულისხმობს კანის გავლით ღვიძ­ლში გრძელი ნე­მ­სის და ამ გზით რა­დიო­კონ­ტრასტული ნივთიერების ნაღ­ვლის სადინარში შეყვა­ნას. ნემსის შეყვანისას მისი გადაადგი­ლე­ბის ვი­ზუ­ალიზაციისთვის ექიმი ულტრაბგე­რას იყე­ნებს. რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სა­ნაღვლე ტრაქტს, განსაკუთრებით სანაღვლე სადინარების ნე­ბის­მიერი მიზეზით გამოწვეულ დახშობას. ენდოს­კო­პიური რეტროგრადული ქო­­­ლან­­გიოპანკრე­ა­­ტო­­გ­რა­ფიის მსგა­ვსად, პერ­კუ­­ტა­ნეული ტრა­ნ­ს­ჰეპატური ქოლანგიოგრაფია უფრო მეტად ბი­ო­ფსიის ან მკურნალობისთვის გამოიყე­ნება, ვი­დ­­რე სა­ნაღ­ვლე ტრაქ­ტის გა­­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­­ღე­ბად. პერკუტანეული ტრანს­ჰ­ე­პა­ტური ქო­­ლან­გი­­ო­გ­­რაფიის გართულებე­ბი, რო­გო­რიცაა სისხლ­დენა და შინაგანი ორგანო­ების დაზიანება, მას ენ­დო­სკო­პიურ რეტროგრადულ ქოლანგი­ო­პან­კრე­ატო­გ­რა­ფი­აზე ნაკ­­ლე­ბად სა­­სურ­­ველ მე­­თო­­დად ხდის, თუმცა ზო­­გი­­ერ­­თი გან­­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარემოების დროს მი­სი გა­­მო­ყე­ნე­ბა საჭირო ხდება.
ოპერაციული ქოლანგიოგრაფია გულისხმობს ნა­ღ­ვლის ბუშტზე ოპერაციის დროს რენ­ტგე­­ნოკონ­ტ­რას­ტული ნივთიერების პირდაპირ ბი­ლი­არული ტრაქტის სადინარებში შეყვანას, რის შემ­დეგაც რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტის გამოსახულებებს. კვლევის ეს მე­თო­დი იმ შემთხვევებში გამოიყენება, რო­დე­საც სხვა ნაკ­ლებად ინვაზიური გამოკვლევები ვერ იძ­ლე­ვა საკ­მარის ინ­ფორმაციას. ოპე­რა­ციული ქო­­ლან­­გი­ო­გრა­ფიის ჩა­ტა­რება უფრო რთულია ნაღ­­ვლის ბუშტზე ლაპა­რას­კოპიული მეთოდით ოპე­რაციის წარმოებისას (მუცელზე მცირე ზომის გა­ნა­კვეთიდან შეყვანილი დრე­კადი დასათვალი­ე­რე­ბელი მილის და ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით).
მარტივი რენტგენი ვერ ავლენს ღვიძლის, ნაღ­­ვ­ლის ბუშტისა და სანაღვლე ტრაქტის და­ა­ვა­დე­ბებს.

READ  ღვიძლის უკმარისობის პროგნოზი არაკეთი­ლ­სა­იმე­დოა, გამოსავალი ფატალურია, თუ არ ტარდება მკურნალობა ან დაავადება პროგრესი­რებს

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები