რაბათის ციხესიმაგრე გადაშლილია 7 ჰა ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მეჩეთი, მედრესე, მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი, თურქული აბანოები და მუზეუმი. თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, ფანჩატური, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი. რაბათის ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები ერთადაა თავმოყრილი და ეს, ერთი შეხედვით ეკლექტური სანახაობა, სამხრეთ საქართველოს რეალურ ისტორიას ასახავს.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები