#image_title

შეგეწიოთ და გაგახაროთ! – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შეუწველი მაყვალი“ დღესასწაულია

პროფ. გიორგი ფხაკაძე

17 სექტემბერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შეუწველი მაყვალი“ დღესასწაულია.

შეგეწიოთ და გაგახაროთ!

ტროპარი:

ვითარცა ცეცხლსა შინა მაყუალი შეუწველი ძველთაგანვე მოსეს მიერ ხილული წინა ხატად ქმნა თვისისა განკაცებისათვის ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულის მიერ, რომლითა აწცა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედითა სასწაულითა განდიდებულსა ხატს თვისსა სნეულებათა განსაკურნებლად მოჰმადლებს მართალთა, მცუელად სიფიცხლისაგან ცეცხლისა. ამისთვისცა უგალობთ უფროსადკურთხეულსა: სასოო ქრისტეანეთაო, მძვინვარეთა ჭირთა, ცეცხლისა და ქუხილისაგან მიხსენ მონანი შენნი და აცხოვნენ, მოწყალეო, სულნი ჩუენნი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხონენ ჩვენ. ამინ!

სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში, ხამოვნიკზე მდებარე შეუწველი მაყვალის სახელობის ეკლესიაში იმყოფება. ღვთისმშობელს ხშირად უწოდებენ შეუწველ მაყვალს, მას ცეცხლოვანი ნათლით განათებულს გამოსახავენ. ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, ენთო და არ იწვოდა. მაყვალი ანთია და არ იწვის, ქალწული შობს და ქალწულადვე რჩება. ეს ხატი რვაქიმიანი ვარსკვლავის სახითაა გამოსახული, ორი წვერწამახვილებული ოთხკუთხედისგან შედგება, მათგან ერთი წითელი ფერის არის, იმ ცეცხლს მოგვაგონებს, მოსეს მიერ ხილული მაყვალი რომ მოიცვა, რომელშიც ის ალით გარშემორტყმული, დაუწველი დარჩა. რვაკუთხედის შუაგულში, როგორც მაყვალში, ყრმა ღმერთთან ერთად ყოვლადწმინდა ქალწულია გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის კუთხეებში კი – ადამიანი, ლომი, ზვარაკი და არწივი, როგორც ხილული ნიშნები ოთხი მახარებლის მონათხრობის თავისებურებებზე – ღვთაებრივი და უსხეულო ცეცხლის ცხოვრებისა და სწავლების შესახებ, ყოვლადწმინდა ქალწულმა თავის წიაღში დაუწველად რომ მიიღო.

წმინდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმეტყველის მოსეს გამო, რომელიც ღირსი გახდა შეუწველ მაყვალში ძე ღვთისას მიერ ადამიანთა მოდგმის სამომავლო ხსნა განეჭვრიტა, ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბერსაა დადგენილი.

მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ სახელწოდების ორი ხატია დაცული. ერთი მათგანი ძველი, მაღალოსტატური ხატწერული სტილითაა შესრულებული, სიმაღლე – არშინი და 12 გოჯი,  სიგანე არშინი და 7 გოჯია. ამ ხატის წარმოშობის შესახებ გადმოცემა არსებობს: მეფე თეოდორე ალექსის ძის მერემეთუხუცესი დიმიტრი კოლოშინი მეტად მდიდარი კაცი, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს – შეუწველ მაყვალს, რომელიც მეფის სასახლის სამლოცველოში იყო მოთავსებული და ყოველთვის, როცა სასახლეში მიდიოდა ან გამოდიოდა იქიდან, მის წინაშე მხურვლედ ლოცულობდა. ერთხელ მეფე უმიზეზოდ განურისხდა და თავიც ვერაფრით იმართლა. მან შეუწველი მაყვალის წინაშე კიდევ უფრო გულმხურვალე ლოცვა აღავლინა და ზეციურ დედოფალს შემწეობა სთხოვა, მისი ლოცვა შეისმინა ყოვლადწმინდამ. ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა მეფეს და კოლოშინის უდანაშაულობა ამცნო. საქმის გამოძიების შემდეგ მეფემ ეს ირწმუნა და მას ძველი თანამდებობა დაუბრუნა. შუამდგომელისათვის მადლობის ნიშნად კოლოშინმა მეფისგან შეუწველი მაყვალის ხატი გამოითხოვა და მის სახელზე მარკოზ მახარებლის ეკვდერში ეკლესია დააარსა. ეს ტაძარი დღემდე არსებობს.

READ  დედა მარიამის მონასტერი (პანაგია სუმელა) - იქ დაცულია სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ ლუკა მახარებელს უნდა დაეწერა

ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბრის გარდა აღდგომიდან მე–6 კვირასაც აღესრულება. ამ კვირაში წმინდა ხატი ლიტანიით გადააბრძანეს კოლოშინის მიერ აგებულ ტაძარში და მისი კურთხევაც აღსრულდა.

შეუწველი მაყვალის ეკლესიის მრევლი ირწმუნება, რომ მათთან ხანძარი თითქმის არასდროს ჩნდება,  ეკლესია და სამრევლო მთლიანად ხის ნაგებობებითაა გაშენებული. მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ ხატის განსაკუთრებული ხელნაწერი კანონი არსებობს. კანონის დასაწყისში არს წარწერა: ,,ეს მსახურება სინას წმინდა მთაზე იგალობება, როცა ჭექა–ქუხილი საშიში ხდება.’’

მეორე ხატი ამავე ეკლესიაში – ბერძნული ხატწერითაა შესრულებული, სიმაღლეც და სიგანეც 7–7 გოჯი აქვს. ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყრმა–ღმერთით ხელშია გამოსახული, მის წინაშე მუხლმოდრეკით მლოცველი ადამიანი მოჩანს. ეს ხატი ტაძარს 1835 წელს მოსკოველი მეშჩანი ქალის, ქალწულ ალ.ნ. კუნიცინის ანდერძისამებრ შესწირეს. ხატის წინაშე მლოცველთა რაოდენობა განსაკუთრებით 1837 წელს გაიზარდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). შეგეწიოთ და გაგახაროთ! – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შეუწველი მაყვალი“ დღესასწაულია. 17 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/შეგეწიოთ-და-გაგახაროთ-ყ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. შეგეწიოთ და გაგახაროთ! – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შეუწველი მაყვალი“ დღესასწაულია [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a7/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია - უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network