შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაშარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა - სიმპტომები და დი­აგ­ნოს­ტი­კა, მკურ­ნა­ლო­ბა...

შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა – სიმპტომები და დი­აგ­ნოს­ტი­კა, მკურ­ნა­ლო­ბა…

შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა

შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად მენ­ჯის ტრა­ვ­მის ან მუც­ლის ღრუ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის დროს ვი­თარ­დე­ბა, მაგ. საშ­ვი­ლოს­ნოს ან მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ამო­კ­ვე­თის (ჰის­ტე­რექ­ტო­მია და კო­ლექ­ტო­მი­ა), მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა­ზე ოპე­რა­ცი­ის ან ურე­ტე­როს­კო­­პი­ის დროს (შარ­დსაწ­ვე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მა­გა­რი ან დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლით). და­ზი­ა­ნე­ბის სხვა მი­ზე­ზი შე­­იძ­ლე­ბა შე­მა­ვა­ლი, ცეცხ­ლსას­რო­ლი ან ცი­ვი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა იყოს. სხე­ულ­ზე პირ­და­პი­რი, ბლაგ­ვი დარ­ტყმის გა­მო შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა ხში­რი არ არის. იშ­ვი­ა­თად, ბლაგ­ვი ტრავ­მი­სას, რო­ცა ტა­ნი უკან მკვეთ­რად იხ­რე­ბა, შე­საძ­ლოა შარ­დსაწ­ვე­თის ზე­და ნა­წი­ლი თირ­კმლი­დან მო­იგ­ლი­ჯოს.
თუ­კი და­ზი­ა­ნე­ბას არ უმ­კურ­ნა­ლეს, შე­იძ­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს, მაგ., ხვრელ­მი­ლი (პა­თო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რი სხვა ორ­გა­ნოს­თან), სტრიქ­ტუ­რა (შე­ვიწ­რო­ე­ბა), ან შარ­დის მუდ­მი­ვი ჟონ­ვა და ინ­ფექ­ცი­ა.

სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნოს­ტი­კა
ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა უჩი­ო­დეს ტკი­ვილს მუ­ცელ­ში, გვე­რ­დში (ნეკ­ნებ­სა და თე­ძოს შო­რის) ან შე­ამ­ჩნი­ოს ჭრი­ლო­ბი­დან შარ­დის გა­მო­ჟონ­ვა. შარ­დის მუდ­მი­ვი ჟონ­ვა შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცი­ით გარ­თულ­დეს, რა­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ახ­ლავს თან. შარ­დში შე­იძ­ლე­ბა სის­ხლი იყოს.
იმის გა­მო, რომ შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­ბა იშ­­ვი­ა­თია და ნაკ­ლე­ბა­დაა ამ სიმ­პტო­მე­ბის გა­მო­მ­წ­ვე­ვი, შე­საძ­ლოა დი­აგ­ნო­ზი დრო­უ­ლად ვერ და­ის­ვას. რო­გორც წე­სი, ექი­მებს ამ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე ეჭ­ვი მა­შინ მი­აქვთ, რო­ცა სიმ­პტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და ან მუც­ლის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს. შარ­დ­საწ­ვე­თის სა­ვა­რა­უ­დო და­ზი­ა­ნე­ბის დროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო. საწყ­ის ეტაპ­ზე ხში­რად კეთ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბით ან ინ­ტრა­ვე­ნუ­რი უროგ­რა­ფი­ა. ზოგ­ჯერ, ექი­მი რეტ­როგ­რა­დულ ურო­­გ­რა­ფი­ას ნიშ­ნავს. ამ დროს სა­კონ­ტრას­ტო ნივ­­თი­ე­რე­ბა პირ­და­პირ შარ­დსა­დე­ნის ბო­ლო­ში შე­ჰ­­ყავთ და რენ­ტგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­სა­ხუ­ლე­­ბას იღე­ბენ. ზოგ­ჯერ შარ­დსაწ­ვე­თის და­ზი­ა­ნე­­ბის აღ­მო­ჩე­ნა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის დროს ხდე­ბა.

მკურ­ნა­ლო­ბა
შარ­დსაწ­ვე­თის ზო­გი მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის დროს მას­ში 2-6 კვი­რით დრე­კა­დი მი­ლი, სტენ­ტი შეჰ­ყავთ შარ­დის ბუშ­ტი­დან ან თირ­კმლი­დან, გვერ­დზე კა­ნის პა­ტა­რა გა­ნაკ­ვე­თით (კან­ქვე­შა ნეფ­როს­ტო­მა). შე­დე­გად შარ­დი შარ­დსაწ­ვე­თის მა­გივ­რად სტენ­ტში გა­ივ­ლის და შარ­დსაწ­ვეთს და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მო­შუ­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. თუ­კი ეს ეფექ­ტუ­რი არ აღ­მოჩ­ნდა, შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ცია გახ­დეს სა­ჭი­რო. უფ­რო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დროს შარ­დსაწ­ვე­თის მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ქი­რურ­გი­უ­ლი გზით ხერ­ხდე­ბა.
მკურ­ნა­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას და თუ ისი­ნი მა­ინც გან­ვი­თარ­და – მათ გა­მოს­წო­რე­ბა­საც.

READ  ფიროსმანი - საქართველოს დესპანი

უსიმ­პტო­მო ბაქ­ტე­რი­უ­რია

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები