ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ...

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ…

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ის მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს. ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
– თრუსოს ხეობა – თრუსოს ხეობისკენ მიმავალი გზა მდინარე თერგს მიუყვება. თრუსოს ხეობში შესაძლებელია თრუსოს ტრავერტინების და აბანოს მინერალური ტბის მონახულება, ასევე აქ შეგხვდებათ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, კოშკები, ნასოფლარები და მრავალი მინერალური წყარო.
– დარიალის ხეობა – ხეობა მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა, რომელსაც მისი ორიგინალური ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც კი უწოდებენ.
– ხდის ხეობა – ამ ხეობის გამორჩეული სილამაზეა თარგმნის წყლის ჩანჩქერი და ალპინისტებისათვის მიმზიდველი მწვერვალები: შავანა, შანი და მრავალი სხვ.;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოში გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი – გერგეთის სამება, სადაც მოხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის გავლითაა შესაძლებელი.

წყარო:

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  აბანოთუბანი თბილისის ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი უძველესია. ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ მე-5 საუკუნეში ქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები