ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიქუთაისის ბოტანიკური ბაღი - ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა ასეულობით სახეობას მოიცავს

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი – ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა ასეულობით სახეობას მოიცავს

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 1969 წელს შოტლანდიელი აგრონომისა და მრეწველის, იაკობ მარის ხელმძღვანელობით დაარსდა. მაშინ ბაღში ისეთი ეგზოტიკური ხეები მოაშენეს, როგორებიცაა მაგნოლია და კორპის მუხა. ამ დროისთვის ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა ასეულობით სახეობას მოიცავს.

ბოლო წლებში ქუთაისის ბოტანიკური ბაღში რამდენიმე ხელოვნური აუზი, შადრევანი, ქვაფენილით მოპირკეთებული ბილიკი გაჩნდა. ბაღის ტერიტორიაზე აშენდა ამფითეატრი, სადაც ხშირად იმართება ადგილობრივი ჯგუფების კონცერტები, წარმოდგენები და ფილმების ჩვენება.

10 მაისიდან ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება | imedinews

ეს იცოდით: ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და თან საკმაოდ ძველი და ლამაზი (ფოტოები)📰რუბრ... - ქუთაისის ბოტანიკური ბაღი / Kutaisi Botanical Garden | Facebook

ისტორია
XIX აუკუნის პირველი ნახევრიდან ქუთაისში არსებობდა ე.წ. ფერმის ბაღი, რომლის დანიშნულებას თავდაპირველად წარმოადგენდა გაუმჯობესებული მებაღეობისა და მებოსტნეობის გავრცელება. 1855 წელს აქ ჩამოყალიბდა მებაღეობის სკოლა, რომელსაც უნდა მოემზადებინა “გამოცდილი მებაღეები, უპირატესად ადგილობრივთაგან”.
სკოლას განაგებდა მმართველი, რომელსაც ევალებოდა პრაქტიკულად მუშაობის პროცესშივე აეხსნა და ესწავლებინა მოსწავლეთათვის მებაღეობის, მებოსტნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, აბრეშუმის წარმოების ძირითადი ხერხები და მეთოდები. სკოლას ჰყავდა ზედამხედველიც. მისი დანიშნულება იყო მოწაფეებსა და სახაზინო ქონებაზე გაეწია მეთვალყურეობა, ხოლო ზამთრის პერიოდში ახალგაზრდებს რუსულ წერა-კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა.
1861 წლიდან მებაღედ და მებაღეობის სკოლის ხელმძღვანელად იაკობ მარი იყო. მარის მოღვაწეობაზე ფერმის ბაღსა და სკოლაში ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ინსპექტორის ვ. გაევსკის მოხსენებითი ბარათი. ამ მოხსენებიდან ჩანს, რომ იაკობ მარს დაურგავს და გაუხარებია ორი ათასი ძირი ორწლიანი ნარგავები, გაუშენებია თუთის ხეები, მოუყვანია ბამბა, ხორბალი, ქერი, სიმინდი, ცალკე ნაკვეთზე გაუშენებია ბოსტანი, მოუწყვია ხუთი სკა. 1864 წელს იაკობს შეეძინა შვილი ნიკო, რომელიც შემდეგ დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახდა. ნიკო მარი ავტობიოგრაფიაში წერს: “მე დავიბადე ქალაქ ქუთაისში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, ეგრეთწოდებულ ფერმაში”. ბოტანიკურ ბაღში დღესაც დაცულია ის სახლი, სადაც დაიბადა გამოჩენილი მეცნიერი.

დენდროფლორა
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა 578 სახეობას მოიცავს. ბაღში შიშველთესლოვანების 7 ბოტანიკური ოჯახია, 19 გვარით და 56 სახეობით.
ფარულთესლოვან სახეობათა უმრავლესობის (295) სამშობლო აღმოსავლეთი აზია და ჰიმალაია. ინდო-ჩინეთის და ჰიმალაის ფლორისტიკული ოლქის სახეობებს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, როგორც ძველი, ასევე ახალი ინტროდუქციით 51,9% უჭირავს. 115 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენელია, რაც 20,0% შეადგენს. კავკასიური 34 სახეობაა. დანარჩენი ფლორისტიკული ოლქები ყვავილოვან მცენარეთა სახეობების უფრო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. მათგან ხმელთაშუაზღვეთის მცენარეების 17 სახეობა, რაც ფარულთესლოვანთა სახეობების 3,0%-ს შეადგენს. ევროპული სახეობებია 15 ანუ 2,7%. 10 სახეობის სამშობლო მცირე აზიაა – 1,8%. 7 სახეობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრია და მხოლოდ 3 სახეობაა ავსტრალიური წარმოშობის.
რაც შეეხება შიშველთესლოვნებს, 56 სახეობიდან აქაც უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიის მცენარეებია – 19 სახეობა, 15 სახეობის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, 3 სახეობა ხმელთაშუაზღვეთის მცენარეა, ასევე 3 სახეობაა კავკასიური წარმოშობის, 2 სახეობის სამშობლო ევროპა, მცირე აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია თითო სახეობებითაა წარმოდგენილი.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული დენდროფლორის 578 ტაქსონიდან ხე-მცენარეა 236 სახეობა და შიშველთესლოვანი 48 სახეობა. 260 სახეობა ბუჩქს წარმოადგენს, რომელთა შორის შიშველთესლოვანი მხოლოდ 8 სახეობითაა წარმოდგენილი და მხოლოდ 34 სახეობაა ლიანა.
ყველა იმ ტექსონიდან რომლითაც ქუთაისის ბოტანიკური ბაღია წარმოდგენილი 160 სახეობა მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია, ხოლო 518 სახეობა ფოთოლმცვენია. მარადმწვანე სახეობებიდან 107 სახეობა ფარულთესლოვანი მცენარეა, 53 სახეობა კი შიშველთესლოვანი. სითბოსადმი დამოკიდებულების მიხდვით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული სახეობათა უმრავლესობა – 465 ტექსონი ზომიერად თბილი კლიმატის მცენარეებია, 113 სახეობა მკვეთრად გამოსახული სუბტროპიკული ბუნებისაა და ნორმალური ზრდა განვითარებისათვის მეტ სითბოს მოითხოვს. განსაკუთრებით დამღუპველია მათთვის ზამთრის ყინვები.

DSC_0287 DSC_0293 DSC_0560

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილი ზოგიერთი ხე-მცენარე და ბუჩქი:
კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica)
ძელქვა (Zelkova)
ევროპული ნაძვი (Picea excelsa)
იაპონური ჭანჭყატი (Euonymus japonica)
ხერკინა (Parrotia persica)
მექსიკური ჭაობის კვიპაროზი (Taxodium mexicanum)
მარადმწვანე სეკვოია (Sequoia sempervirens)
იაპონური კრიპტომერია (Cryptomeria japonica)
სურნელოვანი ძახველი (Viburum odoratissimum)
ცრუქაფურის ხე (Cinnamomum glanduliferum)
დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora)
ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum)
იაპონური ხენომელესი (Chaenomeles japonica)
ირმის რქა (Lagerstroemia indica)
მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens)
აღმოსავლეთის ჭადარი (Platanus orientalis)

_____________________________________________
ნ. ბალანჩივაძე; ა. ჭოლაძე _ “ფერმის ბაღი და მებაღეობის სკოლა” (1980).
ა. გეგენავა, გ. მახარაშვილი _ “ბოტანიკური ბაღი _ სამეცნიერო დაწესებულება” (1974).
ბორის თვალოძე _ “ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა”.

წყარო:

საინტერესო ცნობები ბაღის შესახებ :
იცოდით, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დენდოფლორა 600-მდე ტაქსონს ითვლის.
ეს სახეობები 80 ბოტანიკურ ოჯახის 207 გვარს მოიცავს.
მათი უმრავლესობა ინტროდუცირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოირჩევიან მათი ეგზოტიკურობითა და უნიკალურობით.
აქ მცენარეთა ცოცხალი მუზეუმს იხილავთ.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ჩიანგ მაი: ტაილანდის ულამაზესი ქალაქი, ტრადიციულობის და თანამედროვეობის შერწყმა

ჩიანგ მაი: ტაილანდის ულამაზესი ქალაქი, ტრადიციულობის და თანამედროვეობის შერწყმა

31 January, 2025
ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

ჯანმრთელობის წყალი: ბუნებრივი ჰიდრატაცია და ორგანიზმის გაწმენდა

თებერვალი 4, 2025
27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა

27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა

4 თებერვალი 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში  ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 4, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ექსკლუზიური ინტერვიუ “ჰარაკის” დამფუძნებელ ირინა ჩოფლიანთან, რომელიც თბილისში სვანურ გემოებს “აცოცხლებს”

ექსკლუზიური ინტერვიუ “ჰარაკის” დამფუძნებელ ირინა ჩოფლიანთან, რომელიც თბილისში სვანურ გემოებს “აცოცხლებს”

თებერვალი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში  ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
გზა საქართველოდან აფრიკამდე – ექსკლუზიური ინტერვიუ ბლოგერ ია მირიანაშვილი

ბოლო სიახლეები