შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიუფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი - არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე...

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი – არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე…

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი. მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.

უფლისციხე წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ.გორიდან 10კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. 9,5 ჰა-ს ფართობზე.

არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის იყო დაფარული, ხოლო შემდეგ ძვირფასი ლითონი მოდიოდა. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი, მერე საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს.-ში უკვე ცხოვრობდა, ხოლო ძვ.წ. X-VIსს.-ში უკვე სატაძრო ქალაქია, ახ.წ. I-III სს.-ში კი უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატგიული და ამავდროულად მნიშვნელოვანი წარმართული საკულტო ადგილია.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IVს.30-იან წ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.

სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.

ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა.ალყის დროს აქედან ამაგრებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.
ერთდროს დიდებული ციხე-ქალაქი დღეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.

READ  5 პირველი ქართული ეკლესია - ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

გემრიელი, დაბალკალორიული და მარტივი – სცადე ეს ბოსტნეულის სალათა დღესვე!

მარტი 28, 2025
სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

სახის ნიღაბი სეზონური ხილით – ბუნებრივი სილამაზის საიდუმლო

მარტი 28, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

3 საიდუმლო, რომელსაც ინვესტორები შენგან მალავენ

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები