კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მატარებელი კულტურული ძეგლი.
კლდეში ნაკვეთი, ქალაქი უფლისციხე ჟურნალმა “Architecture Desigh”-მა მკითხველ მსოფლიოს 115 ზღაპრული სოფელი გააცნო, რომლებიც გამოირჩევიან ლანდშაფტით, კულტურითა და ესთეტიკური მახასიათებლებით.
115 მსოფლიოს ზღაპრული სოფლების ნუსხაში დასახლებები მთელი მსოფლიოდან მოხვდა. ჩამონათვალში მოხვდა უძველესი, ულამაზესი, ქართული, კლდეში ნაკვეთი ისტორიული ქალაქი- უფლისციხე.
სიაში ასევე ვხვდებით გერმანიის, იაპონიის, ავსტრიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნის საოცარ ადგილებს.
უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10 კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, 10 ჰა ფართობზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა… ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.
ნაქალაქარში შემორჩენილია ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები, II ს-ის ანტიკური თეატრონი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოკვეთილია დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (VI ს-ის II ნახ.). ციხე-ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დგას უფლისწულის სამეკლესიანი ბაზილიკა (X ს-ის II ნახ.). ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა, ქვევრი ეკლესიაში მოჰქონდათ და აქვე ტოვებდნენ. უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა საიდუმლო გვირაბი. იგი კლდეშია ნაკვეთი და 41 მეტრის სიგრძისაა. ალყის დროს აქედან ამარაგებდნენ ქალაქს წყლითა და სანოვაგით.
დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხეის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალს. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.
საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა.
უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქას, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა…
ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია. ძვ.წ. X-VIსს.-ში უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე -‘’უფლის”, ‘’ბელადის’’ ციხექალაქი. სიტყვა ‘’უფალი’’ უძველესია და თავიდანვე ღმერთს ნიშნავდა, მაგრამ კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მას საერო მნიშვნელობაც გაუჩნდა. აქედან წამოვიდა მეფე, მეუფე, ხელისუფალი. ’’ციხე’’ კი საცხოვრისის აღმნიშვნელი სიტყვა იყო, შემდეგ კი გამაგრებულ ადგილს მიესადაგა.
არსებობს ლეგენდა, რომ უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის იყო დაფარული, ხოლო შემდეგ ძვირფასი ლითონი მოდიოდა. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ გაეცვითა უბრალო ლითონი, მერე საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს იღებდა. არქეოლოგიური მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა ძვ. წ. XVI-XV სს.-ში უკვე ცხოვრობდა, ხოლო ძვ.წ. X-VIსს.-ში უკვე სატაძრო ქალაქია, ახ.წ. I-III სს.-ში კი უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატგიული და ამავდროულად მნიშვნელოვანი წარმართული საკულტო ადგილია.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IVს.30-იან წ.) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ.
1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
XXს.-ის მეორე ნახევარში არქეოლუგიურმა ექსპედიციებმა უნიკალური მასალები გამოავლინა, ასევე 6 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნი იქნა განძი – მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები და სხვა. მთავარი მაინც ტერაკოტის ქანდაკებაა, რომელიც ქალღმერთის გამოსახულებაა. დათარიღებულია ძვ.წ. IV-III სს.-ით განძის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, აქ გადიოდა ეს გზა, ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეთყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.
უფლიასციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი, ასევე ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით იღებდა მტკვრიდან.
შემთხვევით აქ ერთმა მცხოვრებმა სამარხი აღმოაჩინა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა სამარხემზე ცხოვრობდა.
თეატრონიდან ‘’თამარის დარბაზისაკენ’’ მიმავალ გზაზე გხვდება საპყრობილე, რომელიც 8,5 მეტრის სიღმის ორმოს წარმოადგენს. მდებარეობს მთავარ ქუჩაზე. ორმო ქვემოთ ვიწროვდება ისე, რომ პატიმარს დაჯდომა არ შეეძლო. რადგანაც ციხექალაქის მთავარ ქუჩაზე იყო, ყველა გამვლელი დაინახავდა ვინ იჯდა საპყროპილეში, ასე არცხვენდნენ პატიმარს.
თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივცემლოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ. დარბაზის ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა, გაჭრილია წრიული ფორმის ხვრელი, საიდანაც შემოდიოდა სინათლე და სავენტილაციო ფუნქციასაც ასრულებდა.
VI ს.-ის II ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კლდეში გამოუკვეთიათ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა.
ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.